ანგელა მერკელის პოსტიდან წასვლის შემდეგ, გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ მისი ფავორიტი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს
07-12-2018, 23:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ, მას შემდეგ რაც დღეს 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ ანგელა მერკელმა პოსტი დატოვა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, მერკელის ფავორიტი კანდიდატი აირჩიეს.

 


მან პარტიის საგანგებო კონფერენციაზე მილიონერი იურისტი, ფრიდრიხ მერცი დაამარცხა და 999-დან 517 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

 


გამომდინარე იქიდან, რომ ახლა იგი უკვე გერმანიის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელია, კრამპ-კარენბაუერი შესაძლოა ქვეყნის შემდეგი კანცლერი გახდეს.

 


საარლენდის შტატის ყოფილი პრემიერ მინისტრი, 56 წლის კრამპ-კარენბაუერი მერკელის ფავორიტია და კანცლერმა მის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იგი საარლენდში 2017 წლის არჩევნებზე მიღწეული წარმატების გამო შეაქო კიდეც.

 

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან პარასკევს წავიდა, მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.

 


„ჩვენი ლიბერალური ღირებულებები დაცული უნდა იყოს, შიგნითაც და გარეთაც“, განაცხადა მან.

 


სიტყვის დასრულების შემდეგ ფეხზე წამომდგარი აუდიტორია 6 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გამოხატავდა ემოციებს მერკელისადმი და გაიძახოდა: „მადლობა ბოსს“.

 

 

თავის სიტყვაში მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ წინ მძიმე გამოწვევები იქნება, მათ შორის კლიმატის ცვლილება, ევროპული ერთიანობის შენარჩუნენა და „ბრექსიტთან“ გამკლავება. 

 

 

ცივი ომის დასასრულზე საუბრისას, მერკელმა „ქრსტიან-დემოკრატებს“ უთხრა, რომ „იმ გადამწყვეტ დროს იგი [ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში] ენდობოდა კანცლერ კოლს... მას ესმოდა, თუ როგორ უნდა ემსახუროს ყველა პოლიტიკას“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი