18-წლიანი ლიდერობის შემდეგ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტიდან მიდის
07-12-2018, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მიდის, მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.

 


„ჩვენი ლიბერალური ღირებულებები დაცული უნდა იყოს, შიგნითაც და გარეთაც“, განაცხადა მან.

 


სიტყვის დასრულების შემდეგ ფეხზე წამომდგარი აუდიტორია 6 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გამოხატავდა ემოციებს მერკელისადმი და გაიძახოდა: „მადლობა ბოსს“.

 


მერკელმა მიანიშნა, რომ იგი მის შემცვლელად მხარს უჭერდა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს, რომლის, როგორც საარლენდის მინისტრის საარჩევნო მოღვაწეობაც კანცლერმა ქებით მოიხსენია.

 


ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის მთავარი მეტოქე „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოსტზე კენჭისყრისას მილიონერი ადვოკატი ფრიდრიხ მერცია.

 

 

თავის სიტყვაში მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ წინ მძიმე გამოწვევები იქნება, მათ შორის კლიმატის ცვლილება, ევროპული ერთიანობის შენარჩუნენა და „ბრექსიტთან“ გამკლავება. 

 

 

ცივი ომის დასასრულზე საუბრისას, მერკელმა „ქრსტიან-დემოკრატებს“ უთხრა, რომ „იმ გადამწყვეტ დროს იგი [ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში] ენდობოდა კანცლერ კოლს... მას ესმოდა, თუ როგორ უნდა ემსახუროს ყველა პოლიტიკას“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი