საქართველოს საგარეო უწებაში ეხმაურებიან გავლენიანი ამერიკული გამოცეემა „Foreign Policy"-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩად ბრიჯით ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განუცხადა, „ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს არ არის".
„ამასთან დაკავშირებით ასევე პოლიტიკოსებმა გააკეთეს განმარტებები. ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ დამაზიანებელია მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება, მათ შორის მედიის მხრიდან", განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
„Foreign Policy"-ი წერს, რომ ელჩის კანდიდატის დაბლოკვის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რადგან ბრიჯიტ ბრინკი მიხეილ სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს.
„აღნიშნულმა ნაბიჯმა გაკვირვება გამოიწვია აშშ-ის ოფიციალურ პირებში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საიმედოდ პრო-ამერიკულ პოზიციაზე დგას", ნათქვამია სტატიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.