გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“: საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რადგან ბრიჯიტ ბრინკი სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს
11-12-2018, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღნიშნულმა ნაბიჯმა გაკვირვება გამოიწვია აშშ-ის ოფიციალურ პირებში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საიმედოდ პრო-ამერიკულ პოზიციაზე დგას.

 

 

კარიერული ამერიკელი დიპლომატის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად დასახელება შეჩერდა, რადგან კავკასიის მცირე სახელმწიფოში ქართული მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ იგი მეტისმეტად კეთილმოსურნეა პრო-დასავლელი ყოფილი პრეზიდენტისადმი, წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“-ი რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, თავის სტატიაში, რომლის სრულ ქართულ თარგმანსაც GUARDIAN.GE გთავაზობთ.

 


ახლანდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონში „Foreign Policy“-ს უთხრეს, რომ საქართველომ აჩვენა თავისი სურვილი არ მოაწეროს ხელი დიპლომატიურ შეთანხმებას, - რომელიც დიპლომატიაში ცნობილია, როგორც აგრიმანი - დათანხმებოდა ბრიჯიტ ბრინკის ნომინაციას - კარიერული დპლომატისა, რომელსაც ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვს ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც - მისი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსადმი თითქოსდა კეთილგანწყობის გამო.

 


ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები, რომლებიც „ფორინ პოლისის“ ესაუბრნენ, საკამათოდ მიიჩნევენ განცხადებას, რომ ბრინკი მხარს უჭერს სააკაშვილს. ისინი ბრინკს ახასიათებენ, როგორც პროფესიონალს, რომელსაც არასოდეს მიუნიჭებია უპირატესობა სააკაშვილისა ან მისი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიის საქმეებში უეს მიტჩელი კულუარებში მძლავრ ადვოკატირებას უწევდა ბრინკის ნომინაციას.

 


სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეს იყო პრეროგატივა თეთრი სახლისა, რომელსაც ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, თუ ვინ იქნება ელჩი საქართველოში. ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ „ტრამპის ადმინისტრაცია ელჩების თანამდებობაზე ძლიერ, კვალიფიცირებულ კანდიდატებს არჩევს და ყველა ძალისხმევას იყენებს, რომ რაც შეიძება მალე იქნეს ამ პოზიციებზე წარდგენილი დიპლომატები, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ შიდა პროცესებზე არსებულ მდგომარეობაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“.

 


საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

 


ბრინკსის ნომინაციისადმი წინააღმდეგობა ჩანს, რომ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად განვითარდა საქართველოს მთავრობა სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ- სააკაშვილის, რომელიც მგზნებარედ პროდასავლელი იყო და ეწინააღმდეგებოდა რუსულ ჩარევას, წერს „ფორინ პოლისი“ და განაგრძობს, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, გაგრძელდა საქართველოს დასავლური ტრაექტორია, მაშინ როცა გაუმჯობესდა მოსკოვთან ურთიერთობებში დაბალანსების პოლიტიკა.

 


აშშ-ის და საქართველოს რამდენიმე წყარო ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც პლიტიკური ძალაუფლების მნიშვნელოვან ბროკერად რჩება - იდგა იმ გადაწყვეტილების უკან, რომ ბრინკის ნომინაცია დაბლოკილიყო, თუმცა ამის მტკიცება დამოუკიდებლად რთულია. მილიარდერს, რომელმაც თავისი ფულის უდიდესი ნაწილი მოსკოვში 1990-იან წლებში იშოვა, საქართველოში არჩევით ოფისში თანამდებობა არ უკავია, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში განუსაზღვრელ როლს თამაშობს, წერს ამერიკული გამოცემა.

 


ივანიშვილის ფავორიტმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გასულ თვეს, სააკაშვილის პოლიტკურ მოწაფედ მიჩნეული გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა და საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ჩარევამ შეცვალა არჩევანი.

 


„ჩვენ მივიჩნევთ, რომ მას [ივანიშვილს] აქვს მთავარი გავლენა ძირითად გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომელ მიმართულებებში არის ის ჩართული მჭიდროდ ან რას გადასცემს სხვას, ეს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ“, განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორმა, გია ნოდიამ.

 


ივანიშვილის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი მოსკოვის დეფაქტო კონტროლის ქვეშ იმყოფება სადავო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დამოუკიდებლად არაღიარებულ ორ ქართულ რეგიონში.

 


სტატიაში აღნიშნულია, რომ 2003 წელს საქართველოს ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციით მოსული მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა უაღრესად აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევ საკითხად რჩება ქართულ პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც მას 2013 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოეწურა.

 

საქართველოს 2003 წლის შემდგომი ტრანსფრმაციის ამბავმა საერთაშორისო საზოგადოებაში იმის წარმოდგენა შექმნა, რომ ის წარუმატებელი სახელმწიფოებრიობის ზღვარზე ყოფნიდან რეგიონული დემოკრატიის აკვნად იქცა.

 


სააკაშვილის რეფორმებისა და მოდერნიზაციისაკენ სვლა იმ დროს იმდენად მტკიცე იყო, რომ მისმა კრიტიკოსებმა მას ავტორიტარულ ტენდენციებში დასდეს ბრალი. მიმდინარე წლის ივნისში მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად მიესაჯა 6 წელი. „ფეისბუქზე“ სააკაშვილმა დაწერა, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

 


პოლიტიკის პროფესორმა ნოდიამ განაცხადა, რომ ახლანდელი მთავრობა და ივანიშვილი მანამდე ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებიც თბილისის საელჩოში მუშაობდნენ, ყოფილი პრეზიდენტის და მისი პარტიის მიმართ ერთგულები არიან.

 


გიგა ბოკერიამ, პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წევრმა, განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, თუკი აზრების ეს ხაზი ახლა ამერიკელ დიპლომატებამდე გაფართოვდა.

 


„თქმა იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიული აქტივობაა და მოახდინო ოპოზიციის, როგორც ამასთან დაკავშირებული ძალის დემონიზება, ეს სახიფათო ნარატივია“, თქვა მან. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოკერიას პარტია სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის დასაწყისში გამოეყო.

 


შეერთებული შტატების ელჩის პოზიცია საქართველოში ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე მყოფმა იან კელიმ, რომელიც პენსიაზე გავიდა, მარტის ბოლოს პოსტი დატოვა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საქართველოს მძლავრად პრო-ამერიკული პოზიციიდან გამომდინარე, აშშ-ის ელჩი აქ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე აშშ-ის ელჩი სხვა ქვეყნებში.

 


ბრინკი, კარიერული დიპლომატი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, 2011-დან 2014 წლამდე მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა აშშ-ის საელჩოში საქართველოში, ანუ მეორე ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი იყო და 2005 წლიდან 2008 წლამდე ის საქართველოში პოლიტიკურ ოფიცერი იყო. მას ასევე 2015 წლის დასაწყისში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტი ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში.

 


საქართველო ერთ-ერთია იმ ათეულობით ქვეყანას შორის, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ტრამპის თეთრ სახლში თითქმის 2-წლიანი საქმიანობისას, აშშ-ის ელჩის გარეშეა დარჩენილი.

 


ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან ამდენი ცარიელი პოსტი დატოვა საზღვარგარეთის საელჩოებში. მისმა შემცვლელმა მაიკ პომპეომ პირობა დადო, რომ რაც შეიძლება მალე შეივსება ვაკანტური თანამდებობები. ელჩის პოსტები და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობები საპრეზიდენტო ნომინაციას და სენატის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი