საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქმე ეხება ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „სხვადასხვა საშუალებებით" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის - პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.