დავით ჭიჭინაძე: დაიწყეს გავრცელება ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების.... ეს პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნებას“
28-01-2019, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „სხვადასხვა საშუალებებით" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო.

 

 

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბინძური მეთოდების გამოყენებით ბრძოლა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

 

 

„გუშინ ღამე სხვადასხვა საშუალებებით დაიწყეს გავრცელება ქ-ნი ეკას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების. ეს იმდენად ბინძური საქციელია უკვე, მე ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს საიდან მოდის იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნებას". როგორც კი გავრცელდა გუშინ რომ მოსამართლეების უვადო დანიშნვა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე სასწრაფოდ ცდილობს რომ გამწესდეს ისევე, როგორც მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში და  შესაბამისად, ემთხვევა, იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც ამის მომხრე არ იყო.... მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უფრო მეტი წვდომა აქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოიძიოს", უთხრა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს.

 

 

მანამდე კი, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის ყოფილმა დეპუტატმა თქვა, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით კონკრეტული პირის მიმართ ანგარიშსწორება ხდება.

 

 

„სიბინძურე, რომელიც ახლა გავრცელდა სოციალური ქსელებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი რომ დარჩა, ეს აძლევს ხალხს იმის საშუალებას, რომ ანგარიშები ასწორონ ასეთი ბინძური მეთოდებით. საეჭვოდ ემთხვევა მიქაუტაძის წარდგენას. ის, რომ უმრავლესობის ფორმატში გაჟღერებული იყო, რომ შეთანხმება იყო მიღწეული უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე, გადადებაზე სანამ არ იქნებოდა შემუშავებული კრიტერიუმები, ეს არამარტო უზენაესი სასამართოს მოსამართლეებს ეხება, ზოგადად სასამართლო სისტემას და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის.... მარტო ჰგონია რომ იმყოფება საერთოდ პარლამენტში ამ ადამიანს და სხვა ადამიანები მარტო ღილაკზე ხელის დამჭერები არიან", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი