ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა
31-01-2019, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა მხრიდან შანტაჟს არ დაექვემდებარება.

 


იგი დაჟინებით აცხადებს, რომ გასული წლის გაზაფხულზე გამართულ არჩევნებში მისი გამარჯვება ლეგიტიმურია.

 


რუსულ ახალი ამბების სააგენტოსთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ოპოზიციასთან.

 


„მე მზად ვარ დავჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის გვერდით და ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვენესუელას კარგ მომავალზე“, უთხრა მან ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“.

 


მადურომ თქვა, რომ თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს სურთ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, მათ 2025 წლამდე უნდა მოიცადონ, თუმცა დაამატა, რომ იგი მხარს დაუჭერდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, როგორც „პოლიტიკური დისკუსიის კარგ ფორმას“.

 


მან აღნიშნა, რომ არ არის მზად მიიღოს სხვა სახელმწიფოთა ულტიმატუმები და შანტაჟი და ხაზი გაუსვა, რომ მას ვენესუელას არმიის მხარდაჭერა აქვს. მადურომ ბრალი დასდო დეზერტირებს სამხედრო გადატრიალებისა და შეთქმულების კონსპირაციაში.

 


„სამხედრო დეზერტირები კოლუმბიის ოლიგარქიის დაქირავებული პირები კოლუმბიიდან ცდილობენ შეთქმულების მოწყობას, რომ დაყონ შეიარაღებული ძალები“, განაცხადა მან შემდგომი დეტალების წარმოდგენის გარეშე.

 


მადუროს მიერ გაკეთებულ განცხადებამდე ოპოზიციიის ლიდერმა, ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა, ხუან გუაიდომ, რომელმაც 23 იანვარს საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ახალი საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა მხარდამჭერებს. იგი ამბობს, რომ კონსტიტუცია უფლებას აძლევს მას დროებით ხელში აიღოს ძალაუფლება იმ დროს, როცა პრეზიდენტი არალეგიტიმურად მიიჩნევა.

 

 

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და ამავე დროს გაუყინა საბანკო ანგარიშები.

 

 

ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 26 იანვარს გააფრთხილეს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომ თუკი 8 დღეში არჩევნებს არ დანიშნავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი