ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ულტიმატუმი წაუყენა ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა
26-01-2019, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფრთხილეს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომ თუკი 8 დღეში არჩევნებს არ დანიშნავს, ისინი ოფიციალურად აღიარებენ ოპოზიციას, იტყობინება BBC.

 


მადურო ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მისმა მეტოქემ, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ოთხშაბათს „მოქმედ პრეზიდენტად“ გამოაცხადა. რადენიმე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ლათინური ამერიკის ბევრმა სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირეს გუაიდოს, როგორც დროებით პრეზიდენტს.

 


შაბათს, რუსეთის მცდელობა, დაებლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს დისკუსია ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ამნისტიის საკითხს განიხილავს. თუკი იგი დათმობს ძალაუფლებას.

 


გუაიდომ ნტერვიუში თქვა, რომ იგი კრიზისის დასასრულებლად ყველა სექტორთან, მათ შორის სამხედროებთანაც ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას.

 


მადუროს, რომელიც ქვეყნის სათავეში 2013 წლიდან იმყოფება და გასული წლის მაისში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და რომლის ინაუგურაციაც იანვრის პირველ ნახევარში შედგა, შეერთებულმა შტატებმა შემოსავლების ნაკადები დაუბლოკა. მან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა აშშ-სთან და პოსტის დათმობას არ აპირებს.

 


მადურო ამ დრომდე ინარჩუნებს სამხედროების და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერას, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება დაყოფილია იმის თაობაზე, ცნოს თუ არა მისი მთავრობა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ათეულზე მეტმა ლათინური ამერიკის ქვეყანამ მხარი დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს დაუჭირა.

 


მაგრამ რუსეთმა გუაიდოსადმი უცხო სახელმწიფოების მხარდაჭერა დაგმო და განაცხადა, რომ ამით საერთაშორისო კანონი დაირღვა და ეს „პირდაპირი გზა იყო სისხლისღვრისაკენ“. მადუროს ასევე მხარს უჭერს ჩინეთი, მექსიკა და თურქეთი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი