თურქეთის მთავრობა ახალი ზეწოლის ქვეშ ექცევა, შეწყვიტოს ვენესუელასგან ოქროს ყიდვა და არსებობს მზარდი ეჭვები, რომ თურქეთში ექსპორტირებული ოქროს საბოლოო ადგილსამყოფელი ირანი ხდება, რაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა, იტყობინება BBC.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მტკიცე მხარდამჭერია ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსი, რომელიც მზარდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის დასავლეთის ლიდერებისაგან მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ხუან გუაიდომ 23 იანვარს საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და მას მხარი შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ლათინური ამერიკის არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დაუჭირეს, ხოლო 26 იანვარს, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს და 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნის გამოცხადება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც დროებითი პრეზიდენტის აღიარებით დაიმუქრნენ, თუმცა მადურომ განაცხადა, რომ ულტიმატუმსა და შანტაჟს არ ექვემდებარება.
ვენესუელას თურქეთთან ოქროთი ვაჭრობა სულ უფრო მზარდ ხასიათს იძენს. გასულ წელს ქვეყანამ თითქმის 900 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ექსპორტი მოახდინა თურქეთში, რაც შემდეგ როგორც ჩანს, გადამუშავდა იქ და უკან დაუბრუნდა ვენესუელას, თუმცა რეექსპორტის მონაცემები არ მოიპოვება.
ეჭვები უფრო მეტად მატულობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს ნაწილი შესაძლოა თურქეთის გავლით ირანში ხვდება, რაც აშშ-ის მიერ თეირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების დარღვევად აღიქმება.
როგორც BBC-იმ გაარკვია, ანკარა პოტენციური სანქციების გაძლიერების შესახებ გააფრთხილეს.
თურქეთი ახლა ყველაზე დიდი წუხილის საგანს წარმოადგენს ვენესუელასთან ვაჭრობის თვალსაზრისით, და რუსეთზე და გაერთიანებული არაბეთის საამიროებზე უფრო მეტადაც კი, რომლებიც ასევე გავრცელებული ცნობებით ვენესუელადან ოქროს იღებენ.
ბოლო დღეებში კარაკასში რუსული და თურქული კერძო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ანკარა დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი სავაჭრო ურთიერთობები საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.