ონის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მიმდინარე წლის 6 თებერვალს შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: ნაკიეთი, ფარავნეში, ნიგავზები, უწერა, წმენდაური, ღარი, ჯინჭვისი, გომი.
შეხვედრებს გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლებში შეხვედრებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა, ტარიელ ლობჯანიძემ მოსახლეობას გააცნო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული, მესაქონლეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაზაფხულიდან ამოქმედდება და მთის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს კი შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: გლოლა, ჭიორა, დიდი ღები და პატარა ღები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.