ონის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: გლოლა, ჭიორა, დიდი ღები და პატარა ღები.
შეხვედრებს ესწრებოდნენ გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
სოფლებში შეხვედრებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ტარიელ ლობჯანიძემ მოსახლეობას გააცნო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული, მესაქონლეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაზაფხულიდან ამოქმედდება და მთის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.