სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები აცხადებენ, რომ ისინი გამძვინვარებულ წინააღმდეგობას აწყდებიან ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ანკლავზე თავდასხმისას.
„სირიული დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა ახალი ამბების სააგენტო „ასოუშიეთედ პრესს“ უთხრა, რომ „ყველაზე გამოცდილი ჯიჰადისტები“ თავიანთ ბოლო ციხე-სიმაგრეს იცავენ.
ორი წლის წინ „ისლამური სახელმწიფო“ სირიის და ერაყის ვრცელ ტერიტორიებს აკონტროლებდა, მაგრამ ახლა ისინი სირიის აღმოსავლეთ პროვინციაში დეირ-ალ-ზურში, ერაყის საზღვრის სიახლოვეს ძალიან მცირე მოცულობის სივრცეში არიან თავმოყრილნი.
შაბათს, მას შემდეგ რაც ერთ კვირაზე მეტი შესვენება იყო გამოცხადებული იმისათვის, რომ 20 000-ზე მეტ მშვიდობიან მოქალაქეს დაეტოვებინა აღნიშნული ადგილები, „სირიული დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა მუსტაფა ბალიმ განაცხადა, რომ ჯგუფი იწყებდა „საბოლოო ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლად“ საზღვართან მდებარე სოფელ ბაღუზში.
ღამით მან „ასოუშიეთედ პრესს“ უთხრა: „ბრძოლა ძალიან მძვინვარეა. ისინი, ვინც შიგნით რჩებიან, ყველაზე გამოცდილები არიან მათ შორის, ვინც კი თავიანთ ბოლო ციხე-სიმაგრეს იცავენ. ასე რომ, თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ ბრძოლის გაშმაგება და მასშტაბი“.
თავის პიკზე ყოფნისას, 2014 წელს, „ისლამურმა სახელმწიფომ“ დააფუძნა „ხალიფატი“, რომელიც სირიის და ერაყის გასწვრივ იყო გადაჭიმული და BBC-ის ცნობით, ტერიტორიულად დიდი ბრიტანეთის ზომის იყო და 7.7 მილიონზე მეტ ადამიანს მართავდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ ტერიტორიები, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას ჰქონდა დაკავებული სირიასა და ერაყში, „100%-ით“ იქნება გათავისუფლებული არაუგვიანეს მომავალ კვირაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.