პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტერიტორიები, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას ჰქონდა დაკავებული სირიასა და ერაყში, „100%-ით“ იქნება გათავისუფლებული
07-02-2019, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერიტორიები, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას ჰქონდა დაკავებული სირიასა და ერაყში, „100%-ით“ იქნება გათავისუფლებული არაუგვიანეს მომავალ კვირაში.

 


„ამის შესახებ გამოცხადებული იქნება, ალბათ მომავალ კვირას, რომ ჩვენ აღებული გვექნება ხალიფატის 100%“, უთხრა მან კოალიციის პარტნიორებს შეკრებაზე.

 


აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონტრ-ტერორისტული ქმედებებისა და ზეწოლის გარეშე „ისლამურმა სახელმწიფომ“ შესაძლოა კვლავ აღიდგინოს თავისი პოზიციები რეგიონში.

 


ტრამპის მიერ დეკემბერში გაკეთებულმა განცხადებამ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება დამარცხებული იყო და მას სურდა, რომ 30 დღის განმავლობაში სირიიდან ამერიკული ჯარები გამოეყვანა, კოალიციის მოკავშირეები შოკში ჩააგდო.

 


თუმცა თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის და თავდაცვის დეპარტამენტის სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გადადგომამ და „რესპუბლიკელების“ და საზღვარგარეთელი მოკავშირეების კრიტიკამ აიძულა ტრამპი ჯარების გამოყვანის პროცესი შეენელებინა.

 

 

„მათი მიწა აღარ არსებობს“, განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში კონფერენციაზე. „ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი განადგურებულია“.

 


მაგრამ, განაგრძო პრეზიდენტმა, დაჯგუფებას ჯერ კიდევ აქვს „ძალზე მცირე სექციები, რომელიც შესაძლოა რომ დიდად სახიფათო იყოს“.

 


მან ასევე ყურადღება გაამახვილა „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდის მანქანაზეც, რომელიც მებრძოლების ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან გაწვევას ახდენდა.

 


„გარკვეული დროის პერიოდში ისინი იყენებდნენ ინტერნეტს უკეთესად, ვიდრე ჩვენ. ისინი იყენებდნენ ინტერნეტს ბრწყინვალედ, მაგრამ ახლა ეს ასე ბრწყნვალედ აღარ გამოსდით“, თქვა მან.

 


ტრამპმა მადლობა გადაუხადა კოალიციის პარტნიორებს: „ჩვენ მომავალი მრავალი წლის განმავლობაშიც ერთად ვიმუშავებთ“.

 


სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები, სირიიდან ჯარების გამოყვანის მუხედავად, განაგრძობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას.

 


მან ჯარების გამოყვანას „ტაქტიკური ცვლილება და არა მისიაში ცვლილება“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსოფლიო „დეცენტრალიზებული ჯიჰადის ეპოქაში“ შედის. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი