საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი არ საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე და ჩაერია თუ არა მის უფლებამოსილებაში ვინმე.
„არ ვიძლევი კომენტარს. ხომ იცით, რომ არ დაგელაპარაკებით, თუ არ მინდა. უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ", უთხრა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2"-ს.
ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტმა გუშინ, 18 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“.
მეუფე დანიელ დათუაშვილის აღნიშნულ განცხადებას შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინვე უპასუხა. როგორც ზვიად ქორიძემ განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე მარგველაშვილისგან „არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები“.
მოგვიანებით, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა განცხადებაზე - რომ მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“ - დამატებითი განმარტება გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.