ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრებული სასულიერო პირის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.
როგორც მეუფე დანიელი ამბობს, ეკლესია მაშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებას მიესალმებოდა. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ეკლესია დღესაც იგივე პოზიციაზეა.
„ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის”, განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.