ნათია მეზვრიშვილმა ლევან ვასაძის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა: დაველოდოთ გამოძიების შედეგებს
17-06-2019, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამართლამდაცავი ორგანოების კომპეტენციაა და არც ერთ სხვა ფორმირებას აღნიშნული ფუნქციის შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია.

 

 

როგორც ნათია მეზვრიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, შეფასდება კონკრეტული პირების ქმედებები და ფაქტს სამართალებრივი შეფასება მიეცემა.

 

 

,,იმუნიტეტით ამ ქყვეყანაში ვერავინ ვერ ისარგებლებს, მით უმეტეს, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც წესი, კანონდარღვევებზე აქვს ხოლმე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციები რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა, ამ ტიპის ფორმირებებში გაწევრიანება, ისჯება კანონით და უფრო მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. შესაბამისად, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ შსს-მ ამაზე რეაგირება მოახდინა უკვე - დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. ახლა სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმდებები და მიეცემა ამას სათანადო სამართლებრივი შეფასება. ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ ძალიან კარგად, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია ამ ქვეყანაში - სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ - არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და არავის - არც ერთ სხვა დაჯგუფებას, თუ ფორმირებას ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია", განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 


შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა მოხდეს ლევან ვასაძის დაკავება, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა:

 

 

,,დაველოდოთ გამოძიების შედეგებს".

 

კომენტარები: 1
#1   tengo kukava
      
რატომ უნდა დააკავონ.პიდარასტების,და გარყვნილობის, წინააღმდეგი რომაა იმიტომ?.ლევანის დაკავებით უარესი შედეგი არ მიიღოთ,რადგან ლევანი მარტო არაა მის გვერდითაა მოსახლეობის 80%ზე მეტი.ასე რომ გირჩევნიათ იმ პიდარასტებს მხედოთ და ნუ მოდიან პროვოკაციაზე.
17 ივნისი 2019 05:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი