ლევან ვასაძემ სპეციალური სახალხო რაზმების ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა და გააფრთხილა პოლიცია, რომ ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ
16-06-2019, 20:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქმე გვაქვს გასაკეთებელი და გადავიდეთ საქმეზე. ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი. გვეყოლება ათეულები, ასეულები და ათასეულები, რომელიც შეადგენენ ლეგიონს. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა არეულობის მოწყობა იარაღით, წავიდეს აქედან, მათი ადგილი აქ არ არის“, განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისში, ვერის ბაღში თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 


ვასაძის თქმით, „დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქითა მხარეს, ზვარაკად უნდათ შესწირონ იქით მხარეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ან მამათმავალი. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ვინც ამას გააკეთებს, ჩვენ მათთან საერთო არაფერი გვაქვს. მე მესროლონ ტყვია, 8 შვილის მამას“.

 


ვასაძემ აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ეს ჯგუფები მოახდნენ ქალაქის პატრულირებას, ყოველგვარი იარაღის გარეშე.

 

 

„ნებისმიერ კორდონს, რომელიც ჩვენ პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. რისთვის გავარღვევთ ჩვენ ამ კორდონს - იმისთვის, რომ ჩავქლოთ ეს ქათმები, ლესბოსელები? არა, ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან.

 


მინდა მივმართო პოლიციას, რომ ის რაც ქენით კანცელარიასთან გუშინწინ, ის არ გამოგიგავთ. არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანათ. ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული, ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული, ათასეული გამოესარჩლება და თუ რაღაც სასწაული მოხდა, და მაინც გამოსტაცეთ ამ ჩვენ რაგბისტებს ერთი მაინც, სადაც წაიყვანთ, რომელ განყოფილებაშიც წაიყვანთ, იქ მივალთ და იქ გავარღვევთ კორდონს. ერთადერთი გზა, ჩვენი გაჩერების არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ეს ტყვია“, განაცხადა ვასაძემ და ხელისუფლებას „კომბლების რევოლუციით“ დაემუქრა.

 


მან აღნიშნა, რომ თვითონ კი არ არიან მოძალადეები, არამედ ძალდობის და შეტევის ქვეშ იმყოფებიან „და ახლა ისინი მიიღებენ პასუხს, რომელსაც არ ელოდნენ“.

 


„გვაბრალებენ, რომ ჩვენ ვართ კრემლის აგენტები. ის ხალხი ვინც ჩააბარა მათ ჩვენი მიწები და დასეირნობენ ჩვენი მოპარული ფულით, ისინი გვაბრალებენ აგენტობას, ისინი არიან აგენტები. მე ვარ აგენტი, მინდა გაგანდოთ ერთი საიდუმლო, რომ მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში.

 


„მე მინდა ძმაკაცობა ამერიკასთან და ევროპასთან და ასევე, მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთს და ოსეთს დაგვიბრუნებენ“, განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   Sophie
      
Just desire to say your article is as surprising.

The clearness in your post is just spectacular and i can assume you are an expert on this subject.
Well with your permission allow me to grab your feed to
keep updated with forthcoming post. Thanks a million and please continue the gratifying
work.

Feel free to visit my web-site; Dora
8 ნოემბერი 2021 21:51
#1   ისაკი
      
გთხოვთ, გავერთიანდეთ და კაცურად ვიცხოვროთ....
16 ივნისი 2019 15:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი