„ქართული ოცნების“ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც არ ემხრობიან შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას „იქნებიან ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატები, რომლებიც შემდეგ მიიღო ოცნებამ თავის რიგებში“, აცხადებს თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი.
„დაახლოებით 3 თვის წინ ერთ არცთუ ცნობილ რესტორანში გახლდით და შემეფეთა ყოფილი „ნაცი“ და ახლანდელი „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ფულს იხდიდა. მივესალმე, ძალიან გაუფუჭდა ხასიათი ჩემს დანახვაზე და იქვე გაიშიფრა რატომაც. იმ კაბინეტიდან, სადაც იჯდნენ, ერთად გამოვიდნენ „ნაცმოძრაობის“ და „ევროპელების“ ლიდერები, კარგად შეზარხოშებულები. მათაც მივესალმე და იმ „ოცნებისტთან“ ერთად ჩაჯდნენ მანქანებში და გაუჩინარდნენ. ასე რომ რაც დაგემართათ და კიდევ დაგემართებათ, ღირსები ხართ“, წერს ნიკო ლეკიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც არც ერთ შემთხვევაში არ არსებობს იმის გარანტია, რომ უმრავლესობის ყველა წევრი დაუჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამისათვის საჭირო იქნება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.