თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის წევრებიდან რამდენიმე დეპუტატისთვის მიუღებელი იყოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა
30-06-2019, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არც ერთ შემთხვევაში არ არსებობს იმის გარანტია, რომ უმრავლესობის ყველა წევრი დაუჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამისათვის საჭირო იქნება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

მან აღნიშნა, რომ არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთაც შერეული - პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მიაჩნიათ ქვეყნისთვის აუცილებელ და სწორ ფორმად.

 

 

„ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113- ზე მეტი ხმა, „ქართულ ოცნებას“ კი ამ ეტაპზე აქვს 106 ხმა. შესაბამისად, უბრალოდ არ იქნება. ყველამ რომც დაუჭიროს მხარი, მაინც არ გვეყოფა ხმები და მაინც დაგვჭირდება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კანონპროექტისთვის ხმის მიცემა. რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მათგანისთვის მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა. თქვენ იცით, რომ არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ის არის ქვეყნისთვის აუცილებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი