„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია წარდგენილი, გაყალბებულია და მასზე ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი არ არის.
„ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიები წილების თაობაზე ცნობილია ბოლო 2 დღის განმავლობაში, თუმცა ეს პრეტენზიები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს არის დაფუძნებული გაყალბებულ დოკუმენტზე და მე ვფიქრობ, ამ გაყალბებულ დოკუმენტთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოუწევს ირაკლი ოქრუაშვილს. ის იყენებს ყალბ დოკუმენტს იმისთვის, რომ მოითხოვოს ფულადი თანხები ქიბარ ხალვაშისგან, ასევე მოითხოვს და ამტკიცებს იმას, რომ თითქოს ის არის რეალური მესაკუთრე „რუსთავი 2“-ისა. მე გეტყვით, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მან წარმოადგინა, არის ცალსახად გაყალბებული და ეს დამტკიცდება შესაბამისი მტკიცებულებებით და არა მარტო ექსპერტიზით, არამედ არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც დაამტკიცებენ იმას, რომ ეს დოკუმენტი და ასევე ის დოკუმენტები, რომლებიც თითქოს ერთმანეთს შეადარეს ექსპერტებმა და დაადგინეს, რომ ხალვაშის ხელმოწერა იყო, გაყალბებული დოკუმენტებია და ყალბი ხელმოწერები შედარდა ერთმანეთს და ამიტომ ექსპერტიც შეცდომაში იქნა შეყვანილი. ეს აუცილებლად დადასტურდება.
„იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქიბარ ხალვაში არ მიდის ექსპერტიზაში და ა.შ. ეს არ არის სწორი და სრული ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერტიზის დანიშვნა მოვითხოვე მე თვითონ საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს თანხის მოთხოვნასთნ დაკავშირებით, ერთი და იგივე დოკუმენტიდან გამომდინარეა - გაყალბებული ერთგვერდიანი დოკუმენტიდან. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით მან დავა დაიწყო შარშან, მერე ჩვენი მოთხოვნით დაინიშნა ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, გადავამოწმე ქიბარ ხალვაშთან, ვკითხე და დადასტურებით მითხრა, რომ მას მსგავს რამეზე ხელი არ მოუწერია და მსგავს რამეზე შეთანხმება არც ზეპირად და არც რაიმე სხვა ფორმით არ ყოფილა და შესაბამისად, ხდება ის, რომ გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ოქრუაშვილი, რომ რაღაც ხმაური გამოიწვიოს“, განაცხადა პაატა სალიამ.
მან ასევე თქვა, რომ სამაუწყებლო კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა შექმნილი და აღნიშნულის გამოსწორებას იგი მაქსიმალურად ცდილობს.
„მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე, თუმცა ვმუაშობთ იმისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს საკითხი გადაიჭრას“, აღნიშნა სალიამ და დაამატა, რომ ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს.
საქართველოში დაბრუნებულმა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა და სააკაშვილის პრეზიდენტობისას შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო მისი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო, გასაქცევად აქეთ-იქით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.