ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში აშშ-ის ელჩად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
23-07-2019, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე 2005-2008 წლებში, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ალექსანდერ ვერშბოუ მისი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

 

„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა შეერთებული შტატების ელჩად ჩემზე არჩევანი არ გაკეთებულა“ – წერს ალექსანდერ ვერშბოუ „თვითერზე“.

 

 

გავლენიანი ამერიკული გამოცემის „Foreign Policy“-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რადგან ბრიჯიტ ბრინკი სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს, ამერიკელი დიპლომატი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე (2005-2008 წლებში) ალექსანდერ ვერშბოუ 2018 წლის დეკემბერში გამოეხმაურა. 

 

 

ვერშბოუ ამბობდა, რომ თუ ქვეყანა მართლაც ბლოკავს აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრინკის კანდიდატურას, „ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძალიან ცუდი გადაწბეტილება" და „ქვეყნის დემოკრატიის სიმწიფეს ცუდად გამოაჩენს".

 

 

„ძალიან შევწუხდი, როდესაც ეს ისტორია „ფორინ პოლისიში" წავიკითხე. არ ვიცი, დაადასტურეს თუ არა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საქართველოს მხრიდან მიღებული ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ის არის უზომოდ კეთილსინდისიერი და დაბალანსებული პიროვნება და მე არ ვფიქრობ, რომ ლოიალურია რომელიმე უცხოელი თუ ადგილობრივი პოლიტიკოსის მიმართ.

 

 

თავისი პროფესიული გამოცდილებით, ის არაჩვეულებრივი ელჩი იქნებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოს კარგი რჩევა სჭირდება. საქართველო ისევ დგას რუსული საფრთხის წინაშე და ქვეყნის შიგნითაც ბევრი გამოწვევა აქვს. ამერიკის ძლიერი ელჩი აქტივს წარმოადგენს და არა პრობლემას.

 


ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს შეუძლია, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვოს, გადახედოს გადაწყვეტილებას. საბოლოოდ, საქართველოს სუვერენულად გადასაწყვეტი იქნება, მიიღოს თუ არა სხვა ქვეყნის მიერ შერჩეული ელჩი. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ საქართველო გადაწყვეტილებას გადახედავს.

 

 

ჩემი აზრით, ეს ცუდად გამოაჩენს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფეს და იქნება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ჰყავდეს ნამდვილად ძლიერი ელჩი, რომელიც იცნობს საქართველოს, არის საქართველოს მეგობარი და შეუძლია, დაეხმაროს იმ ბევრ გამოწვევასთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც დგას", აცხადებდა ვერშბოუ.

 

 

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“ 2018 წლის დეკემბერში წერდა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რადგან ბრიჯიტ ბრინკი სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი