ნათელაშვილი პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოს გენოციდში დადანაშაულების ფონზე, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ მიიღოს დადგენილების პროექტი „ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ“
03-08-2019, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებისა და რუსეთის დუმის მხრიდან ქართველების გენოციდში მოსალოდნელი დადანაშაულების ფონზე, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ მოიწვიოს საგანგებო სხდომა და მიიღოს დადგენილების პროექტი „ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ“.

 

 

„რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთელ მსოფლიოს მოუყვა ცრუ ისტორია საქართველოს შესახებ, რომლის თანახმადაც, თურმე ჩვენ პატარა ერების გენოციდისა და ოკუპირების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ახალი გეგმა საქართველოს შემდგომი დაშლისკენ და შედეგებმაც არ დააყოვნა. უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, ე.წ. დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი. მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს მთლიანად, ყოველგვარი პოზიცია-ოპოზიციის გარეშე, სასწრაფოდ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა და მიიღეთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ. მხოლოდ დასწრება იდეოლოგიურ ომში არის გარანტია მომავალი გამარჯვებებისა და ჩვენი მთლიანობის“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 9 ივლისს განაცხადა, რომ „ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთი კი, 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო“ და თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, არ უნდა იქნეს დავიწყებული ისტორია, რომლის მიხედვითაც - როგორც პუტინი ირწმუნება - „როცა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა, ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ და უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი