პუტინმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, „არ უნდა იქნეს დავიწყებული ისტორია“
09-07-2019, 20:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთი კი, 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო“ და თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, არ უნდა იქნეს დავიწყებული ისტორია, რომლის მიხედვითაც - როგორც პუტინი ირწმუნება - „როცა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა, ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ და უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში“.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ თავის დროზე, არწმუნებდა სააკაშვილს, არ დაეშვა სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ამერიკელებიც ამას ეუბნებოდნენ, თუმცა იქ ომით წავიდა და შედეგი ცნობილია.

 


პუტინის თქმით, რუსეთი უბრალოდ, იძულებული იყო, ეცნო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ერების დასაცავად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხი, რომელიც საქართველოში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოსა და მის მოსახლეობას.

 


რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სატელევიზიო მიმართვაზე და თქვა, რომ მსგავს შემთხვევებთან საჭიროა სერიოზული და სიღრმისეული მიდგომა, თუმცა ნაძირლების გამოვლინებებზე რეაგირება საჭირო არ არის.

 


რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ავტონომიების გაუქმებით იგნორირება გაუკეთა მძიმე მემკვიდრეობას, რამაც ძმათამკვლელი ომი გამოიწვია.

 


„ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ, სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომლის მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა“, – აღნიშნა პუტინმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 


რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის არ გააკეთებს არაფერს, რაც გაართულებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

 

კომენტარები: 1
#1  გივი
      
1774წელს სად იყო სამხრეთ ოსეთი პროფესორო 1774 წელს გაიყვანეს არა გვირაბი შენი ისტორიკოსების .......რა გითხრა
10 ივლისი 2019 02:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი