ირანმა სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი უცხო ქვეყნის ნავთობ-ტანკერი შეიპყრო, იტყობინება BBC ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანის „რევოლუციური მცველების“ სამხედრო-საზღვაო ძალებმა „სპარსეთის ყურეში უცხო ქვეყნის ტანკერი შეიპყრეს, რომელსაც ზოგიერთი არაბული სახელმწიფოსათვის ნავთობი კონტრაბანდულად გადაჰქონდა“.
ირანული მედიის ცნობით, ტანკერს 700 000 ლიტრა საწვავი გადაჰქონდა. დაკავებულია 7 მეზღვაური.
გასული თვის მეორე ნახევარში ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერი შეიპყრო და დიდი ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, თეირანს ის ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.