ირანის მიერ ბრიტანული ხომალდის შეპყრობის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „კობრას“ საგანგებო სხდომა ორჯერ გამართა და თეირანი „სერიოზული შედეგების“ თაობაზე გააფრთხილა
20-07-2019, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერის შეპყრობით.

 


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა გააფრთხილა ოფიციალური თეირანი „სერიოზული შედეგების“ თაობაზე, თუკი მდგომარეობა სწრაფად არ იქნება გადაწყვეტილი.

 


ირანმა განაცხადა, რომ გემმა „საერთაშორისო საზღვაო წესები დაარღვია“.

 


ბრიტანეთის კუთვნილი ლიბერიის დროშით მცურავი მეორე გემი „MV Mesdar“-იც იქნა დაკავებული შეიარაღებული პირების მიერ, მაგრამ ის გაათავისუფლეს.

 


როგორც BBC ახალი ამბების ნახევრად ოფიციალურ სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით იტყობინება, „The Stena Impero“ პარასკევს ირანის რევოლუციის მცველთა მიერ იქნა შეპყრობილი.

 


ხომალდის მფლობელმა „სტენა ბალკმა“ განაცხადა, რომ ის „სრულად იცავდა ყველა სანავიგაციო და საერთაშორისო რეგულაციებს“ და მას იმ დროს მიუახლოვდნენ, როდესაც იგი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა.

 


ჰანტმა განაცხადა, რომ ტანკერი ოთხი საზღვაო ხომალდით და ვერტმფრენით იქნა გარშემორტყმული და ირანული ტერიტორიული წყლებისკენ იქნა მიმართული.

 


„სტენა ბალკის“ განცხადებით, შეპყრობილ გემზე ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფებოდა - ინდოელები, რუსები, ლატვიელები და ფილიპინელები. მათი დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 


კრიზისისთვის პასუხის გასაცემად დიდი ბრიტანეთის მთვარობის საგანგებო კომიტეტი „კობრა“ პარასკევს ვაითჰოლში ორჯერ შეიკრიბა.

 


ჰანტმა, რომელიც „კობრას“ სხდომას ესწრებოდა, ხომალდის შეპყრობას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა: „ჩვენ აბსოლუტურად მკაფიონი ვართ, რომ თუკი მდგომარეობა სწრაფად არ იქნება გადაწყვეტილი, სერიოზულ შედეგებს ექნება ადგილი. ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო არჩევანს. ჩვენ დიპლომატიურ გზებს ვეძებთ სიტუაციის გადასაწყვეტად, მაგრამ ძალიან მკაფიონი ვართ, რომ ის უნდა გადაწყდეს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი