„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა საქალაქო სასამართლოში 20:00 საათზეა ჩანიშნული. საკითხს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განიხილავს.
გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა. პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება.
პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პარასკევს, მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და იგი, ისევე როგორც უკანონო დავლებების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე აუცილებლად მოხვდება ციხეში, ხოლო „უზურპატორი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა წავიდეს და ის წავა აუცილებლად - გარიგებით, გაგდებით თუ სხვაგვარად, ის ამ ქვეყნიდან წავა“.
„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე.
პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო“, დაწერა „ფეისბუქზე“ ნიკა გვარამიამ, რომელიც პარასკევს აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.