პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: „დედამოტ...ლი სვავი ამ ქვეყნიდან უნდა გავაგდოთ“
10-08-2019, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და იგი, ისევე როგორც უკანონო დავლებების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე აუცილებლად მოხვდება ციხეში, ხოლო „უზურპატორი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა წავიდეს და ის წავა აუცილებლად - გარიგებით, გაგდებით თუ სხვაგვარად, ის ამ ქვეყნიდან წავა“.

 

 

„ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად სამოქალაქო სარჩელსაც შევიტანთ სახელისა და ღირსების შელახვისთვის. ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი. პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ დაუწერეს, მაგრამ ციხეში გულუაშვილი მოხვდება მაინც, და ისიც გააყალბა ფაქტები და არ თქვა რომ ამაში ფული იყო გადახდილი ჩემს მიერ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ბინების ეპიზოდი ბრალში არ არის. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და იყო მოყვანილი ნახევრად სწორი ფაქტები. ამიტომ, პროკურორი გულუაშვილი აუცილებლად, ჯერ მისცემს ჩვენებას ეს ვინ დაუწერა და მერე თვითონ, ეს ნაბიჭვარი, მოხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ.

 


„რაც შეეხება ბრალს, ეს ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე. ეს არის კატასტროფული, სამარცხვინო. ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. თქვენ წარმოდგენილი გაქვთ, რას აკეთებს და რას იხილვას საერთოდ საქართველოს პროკურატურა და როგორ ასაბუთებს?! ვერც კერავს საქმეებს. აი, ეს ნაბიჭვრობა, ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. აი, ამ იდიოტიზმს მე არ წავიკითხავ ხელმეორედ. (გვარამიამ დახია მისთვის წარდგენილი ბრალის დოკუმენტი). ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად, ბრალში არმყოფი ეპიზოდის იქ მოყოლა, დაუჯდება პატიმრობად, აუცილებლად. ყველა ეს ნაბიჭვარი, ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. აი, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ აი ესენი, იმისთვის, რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, აი, უკანონო დავლებების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, აუცილებლად მოხვდება ციხეში და არ ვაპატიებთ არავის, მე ვლაპარაკობ ქართველი მოდასავლეთე პატრიოტების სახელით და არავის სხვისი სახელით, არ ვაპატიებთ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას. უზურპატორი უნდა წავიდეს და ის წავა აუცილებლად - გარიგებით, გაგდებით თუ სხვაგვარად, ის ამ ქვეყნიდან წავა. თუ აპირებს არჩევნების ჩატარებას, მაშინ წავა არჩევნებით და ეს არის ყველაზე უფრო კარგი შანსი მისთვის რომ გადარჩეს - ყველაზე უფრო კარგი და ერთადერთი. ნებისმიერ სხვა ვითარებაში, ყველა პოლიტიკური ლიდერის დაჭერის შემთხვევაში, ამას არ ერქმევა არჩევნები. ეს იქნება პუტინის სტილის არჩევნები და იქაც ტარდება არჩევნები და ამ ქვეყანაში რა პლატფორმაც არ უნდა იყოს დედამოტ...ლი სვავის გასაგდებად, მასში მივიღებ მონაწილეობას. თუ გინდათ კომბალს დავიჭერ, თუ გინდათ საარჩევნო მანდატს, მაგრამ დედამოტ...ლი სვავი ამ ქვეყნიდან უნდა გავაგდოთ ყველამ ერთად და დროა ამაზე ვიფიქროთ“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი