„რუსის ტანკის ლულა გვაქვს თავზე მობჯენილი და ამის გამო არც ერთი წესიერი ბიზნესი არ ეკარება საქართველოს, ვის აქვს გარანტია, რომ ლოთი რუსი პოლკოვნილი არ დაქოქავს ტანკს“ - ალეკო ელისაშვილი
12-09-2019, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსის ტანკის ლულა გვაქვს თავზე მობჯენილი და ამის გამო არც ერთი წესიერი ბიზნესი არ ეკარება საქართველოს, ვის აქვს გარანტია, რომ ლოთი რუსი პოლკოვნილი არ დაქოქავს ტანკს, - ასე გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში.

 

 

„კაცმა გვითხრა, „ხომ არ მოვიდა დრო, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ" - ასე დაიწყო წინადადება და ჩვენ ავხტით-დავხტით... ის გვითხრა, რაც ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს - მსჯელობა და ფიქრი. დალოცვილი, ჩვენ მაგივრად ძლივს ვიღაცა რაღაცას ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი და უფრო დაცული გახდეს, წესით ჩვენი სახელმწიფო, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერი უინდა დარბოდნენ და კარს ატალახებდნენ, ბრიუსელში იქნება თუ ვაშინგტონში, რომ მოდი, შენი ჭირიმე, რაღაც მოდელზე ვიფიქროთ, რომ როგორმე შევიდეთ სხვადასხვა დათქმით თუ მოდელით NATO-ში და აგერ თვითონ გვითხრეს, რაც არის ყველაზე ადეკვატური, ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებაში.

 

 

ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა ორი რამის გამო - „რუსის ტანკის ლულა გვაქვს თავზე მობჯენილი და ამის გამო არც ერთი წესიერი ბიზნესი არ ეკარება საქართველოს, ვინ აიტკიებს თავს, რომ აქ საწარმო გახსნას და ვის აქვს გარანტია, რომ ლოთი რუსი პოლკოვნილი არ დაქოქავს ტანკს, ამის გამოა, რომ არც ერეთი წესიერი ბიზნესი არ შემოსულა საქართველოში, ნატო არის ბიზნესის დაცულობა პირველრიგში, და მეორე, რატომაც არის ეს ქვეყანა ღარიბი - ძალიან დიდი მთავრობა გვყავს ამ გაღლეტილი ქვეყნის ფონზე და არ იკლებენ ფუფუნებას.

 

 

ორ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ ახლა, ერთი, რომ რასმუსენის განცხადებით უნდა დავრბოდეთ მთელ ევროპაში და ვეუბნებოდეთ - დაგვიჭირეთ ხალხო მხარი, რომ ამ მოდელით გავწევრიანდეთ ნატოში და მეორე, ვფიქრობდეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს" , - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს, მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმით ნატო-ში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი