ანდრეს ფოგ რასმუსენი: „ვფიქრობ, უნდა განიხილებოდეს, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმით ნატო-ში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას“
10-09-2019, 14:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო რეფორმების საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს და გააგრძელოს რეფორმები, არა მხოლოდ სამხედრო სექტორში, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, საქართველომ დიდი გზა გაიარა და დიდ შედეგებს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით.

 

 

„ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა.

 

 

ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე ნატო-ს შიგნით, ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატო-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატო-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“, – განაცხადა რასმუსენმა.

 

წყარო: 1tv.ge

 

კომენტარები: 7
#7   Dom
      
I've had a blast playing at 토토사이트 텐텐벳.
9 დეკემბერი 2023 15:08
#6   Dom
      
Holistic healing at 인천오피 is truly transformative. Reiki sessions were a spiritual journey.
5 დეკემბერი 2023 14:01
#5   Dom
      
The community of EPL fans on epl무료중계 is both knowledgeable and passionate.
19 ნოემბერი 2023 22:35
#4   Dom
      
Many visitors appreciate the individualized care and tailored massage services offered by 울산오피.
19 ნოემბერი 2023 17:04
#3   Dom
      
The location-driven services on 펀초이스 are a game-changer. No matter where you are in Busan or Gyeongnam, you can access business information effortlessly, thanks to this feature.
18 ნოემბერი 2023 20:36
#2   Dom
      
스포츠중계 is essential for those with hectic schedules.
9 ნოემბერი 2023 17:59
#1   Dom
      
김포출장마사지 is where you'll find the best massages in town. The therapists here know how to work their magic.
1 ნოემბერი 2023 19:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი