ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთში ნავთობის ტერმინალზე ორჯერ განხორციელებული თავდასხმის გამო - რაზეც პასუხიმგებლობა იემენის ამბოხებულმა „ჰუსიტებმა“ აიღეს, თუმცა ვაშინგტონმაც და ელ-რიადმაც ბრალი ირანს დასდო - უფრო მეტი საჯარისო ნაწილების განლაგების შესახებ გამოაცხადა, გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ უცხო ძალები ყურეში უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.
რუჰანიმ თქვა, რომ უცხო ძალებს ყოველთვის „ტანჯვა-წამება და უბედურება“ მოჰქონდა და ის არ უნდა იყოს გამოყენებული „გამალებულ შეიარაღებაში“.
1990-1988 წლების ირან-ერაყის ომის დაწყების ღონისძიებაზე, რომელიც თეირანსა და სხვა ქალაქებში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რუჰანიმ თქვა: „უცხო ძალები შესაძლოა პრობლემებისა და საფრთხის შემცველი იყოს ჩვენი ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის“.
წარსულში ამგვარი ძალების განლაგებას მან „უბედურება“ უწოდა და მათ „ხელების შორს დაჭერისაკენ“ მოუწოდა.
„თუკი ისინი გულწრფელები არიან, მაშინ მათ ჩვენი რეგიონი გამალებული შეიარაღების ადგილად არ უნდა აქციონ... რაც უფრო შორს დარჩებით ჩვენი რეგიონისა და სახელმწიფოებისაგან, მით უფრო მეტი უსაფრთხოება იქნება“, განაცხადა სატელევიზიო მიმართვისას რუჰანიმ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი უახლოეს დღეებში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ყურის სამშვიდობო ინიციატივას წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.