პენტაგონმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ჯარებს გააგზავნის, ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ „უმაღლესი დონის“ სანქციები გამოაცხადა
21-09-2019, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთში, ქვეყნის სანავთობო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების კვალდაკვალ, სამხედრო შეიარაღებული ძალების გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

 


თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯარების განლაგება „ბუნებით თავდაცვითი“ იქნება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საერთო ჯამში რამდენი სამხედრო გაიგზავნება. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა სამხედროების განლაგებას „ზომიერი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის არ გადააჭარბებს ათასებს.

 


თავდაცვის მდივანმა ესპერმა, რომელიც პრესკონფერენციაზე გენერალ დანფორდის გვერდით იდგა, განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დახმარება ითხოვეს და სამხედრო ძალები ფოკუსირებული იქნებიან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაზე და აშშ „დააჩქარებს სამხედრო აღჭურვილობის ჩატანას“ ორივე სახელმწიფოში.

 


გასულ კვირას, საუდის არაბეთის ორ სანავთობო ტერმინალზე მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენის ჰუტების ამბოხებულებმა აიღეს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც საუდის არაბეთმა, ამაში თავად ირანი დაადანაშაულეს.

 


პარასკევს, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „უმაღლესი დონის“ სანქციები გამოაცხადა, თუმცა თქვა, რომ მას სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება უნდა.

 


ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები ფოკუსირებული იქნება ირანის ცენტრალურ ბანკზე და მის დამოუკიდებელ თანხებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი