აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი: არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის წყალობით, პედაგოგთა უმრავლესობა საშუალო დონეზე მაინც ფლობს ქართულ ენას
29-10-2019, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი აცხადებს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს, წარმატებით მიმდინარეობს აშკალის სკოლაში, სადაც საერთო ჯამში 20-ზე მეტმა პედაგოგმა ქართული ენის კურსების გავლის შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატები მიიღო.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა, ამ „შესანიშნავ პროგრამაში“ ჩართულობის წყალობით აშკალის საჯარო სკოლაში უკვე პედაგოგთა უმრავლესობა საშუალო დონეზე მაინც ფლობს ქართულ ენას და მათ ერთმანეთთან ურთიერთობა სახელმწიფო ენაზე საკმაოდ კარგად შეუძლიათ.

 


„ეს არის ბრწყინვალე პროგრამა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს და ამ პროგრამის წყალობით ბოლო წლებში უკვე იმდენად დიდი პროგრესია, რომ ჩვენი სკოლის იმ პედაგოგებს, რომლებიც წინათ საერთოდ ვერ ფლობდნენ ქართულ ენას, ახლა იმდენად კარგად შეუძლიათ სახელმწიფო ენაზე საუბარი და წერა-კითხვა, რომ ძნელია ამას თვალი არ გაუსწორო. 2009 წლიდან მოყოლებული ამ კურსებს სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი თეა გიგიტაშვილი ატარებს, რომელიც ამ ეტაპზე სკოლის ერთადერთი უფროსი მასწავლებელია და მისი თავდაუზოგავი შრომისა და პედაგოგების დიდი მონდომების შედეგად სულ უფრო მატულობს სერტიფიცირებული მასწავლებლების რიცხვი“, განაცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს „რევოლუციურს“ უწოდებს.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი)

 


ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ საერთო ჯამში აშკალის საჯარო სკოლის პედკოლექტივიდან 13-მა წარმატებით გაიარა ა1 დონე, ა2 დონე მიენიჭა 7-მასწავლებელს, ბ1 დონე 6 მასწავლებელს, ხოლო ამ ეტაპზე ბ1 დონეზე დამატებით 7 ახალი მასწავლებელია დარეგისტრირებული.

 


„ეს მასწავლებლები აბარებდნენ გამოცდებს და თითოეული ჩაბარებული გამოცდის შემდეგ იღებდნენ კრედიტებს. თითო სერტიფიკატი 2 კრედიტ-ქულაა. ახლა დაჩქარებული კურსი მიმდინარეობს და ის 6 თვე გაგრძელდება. ალბათ გაზაფხულზე უკვე ჩააბარებენ გამოცდას, რომელსაც კომისია იბარებს. ჩემთან ემზადებიან და შეფასებას კომისია ახდენს, იქიდან გამომდინარე, რომ შეფასება უფრო ობიექტური იყოს. კვირაში 6 საათი მიმდინარეობს მეცადინეობა, თან არა აკადემიური, არამედ ასტრონომიული 6 საათი.

 

 

(ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი) 

 


„ქართული ენის ფლობის თვალსაზრისით მდგომარეობა ამ ეტაპზე საოცრად გაუმჯობესებულია. წელს მაგალითად, დაემატნენ ახალგაზრდა მასწავლებლები მას შემდეგ, რაც პენსიონერმა პედაგოგებმა საპენსიო ჯილდო აიღეს და სკოლა დატოვეს და მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია აქვთ ჩაერთნონ ენის კურსში. მთელი დოკუმენტაცია „ესქულის“ ბაზაში ქართულ ენაზეა, ამიტომ სავალდებულოა ისწავლონ ქართული ენა, რადგან დოკუმენტაციას სხვაგვარად ვერ აწარმოებენ - წერილების წარმოება, გაგზავნა, ცხრილები. მე რასაც ვუყურებ, დიდი პროგრესია. პირველ წელს როდესაც აქ ჩამოვედი, მხოლოდ ქართული ენის მასწავლებლებთან მქონდა კონტაქტი, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ 24 მასწავლებლიდან 15 მასწავლებელს სრულიად თავისუფლად შემიძლია ვესაუბრო ქართულად, ყოველგვარი თარგმანის და დახმარებების გარეშე. მე რომ მახსენდება რა სიტუაცია იყო 2009-ში და რა სიტუაციია ახლა, განსხვავება უზარმაზარია. ყველაფერს ახლა ძირითადად ვაწარმოებთ ქართულ ენაზე. სხვათა შორის, ღონისძიებები, სპექტაკლები, მე რასაც ვუყურებ, წლის განმავლობაში, ქართულ ენაზე ყველაზე მეტი ტარდება.

 


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოტივაცია იმიტომ გაიზარდა, რომ ასაკოვანი პედაგოგების ადგილი ახალგაზრდებმა დაიკავეს .. სად 67 წლის ადამიანი რომ დაეუფლება ენას და სად 25-26 წლის. თან პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაზე უწევთ. ამჟამად 5 მასწავლებელია დარეგისტრირებული პროფესიულ უნარებზე და დღე არ გადის, რომ რაღაც საკითხი არ დავაზუსტოთ პროფესიულ უნარებთან დაკავაშირებით - ან ტესტები ან სხვა რამ. დასვენებებზეც სულ ამ თემაზე ვლაპარაკობთ. პროფესიული უნარების გამოცდა რომ ქართულ ენაზე ტარდება და სხვა ენაზე არა, ეს უდიდესი მოტივაციის განმაპირობებელია“, უთხრა GUARDIAN.GE-ის თეა გიგიტაშვილმა.

 

 

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა ორიენტირებულია (2016-2019 წწ.) არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლების, როგორც საგნობრივი გამოცდებისთვის მომზადებაზე, ისე მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლაზე, ქართული ენის კურსებს კი, პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები უძღვებიან.

 

კომენტარები: 2
#2  დავით
      
მივესალმებით რომ ქართული ენის სწავლება ასე კარგად მიდის წალკის სომხურ სკოლებში. კარგი ინფორმაციაა. ასეთ რამეებზე მეტი უნდა წეროს მედიამ. დავიღალეთ ერთიდაიგივე პოლიტიკური ამბებით. წარმატებები ყველას ვისაც ასეთ კარგ საქმეში წვლილი შეაქვს.
30 ოქტომბერი 2019 01:38
#1   irine
      
ვზეიმობ , გააძლიერეთ ქართული ენის სწავლება ...<3...ჟრუანტელმა დამიარა ,თეა, გილოცავ ძვირფასო,მშვიდად არ შემიძლია წავიკითხო, ყველა შენი წარმატება ,მიყვარხარ, მემაყები
29 ოქტომბერი 2019 13:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი