„რევოლუციურს“ უწოდებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი
28-09-2019, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაჟა ზურნაჩიანს, რომელიც სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი და ფიზიკის მასწავლებელია და რომელიც 1984 წლიდან 2014 წლამდე სასწავლო ნაწილის გამგე იყო, მანამდე - 1975 წლიდან პროფკავშირების თავმჯდომარე, შემდეგ ორგანიზატორი, სკოლას კი სათავეში ბოლო 5 წელია რაც უდგას, მისი საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, GUARDIAN.GE-იმ ჰკითხა თუ რამდენად შეიცვალა დღევანდელი საჯარო სკოლა, რომელიც ადრე საშუალო სკოლად იყო წოდებული და რამდენად მნიშვნელოვანია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოს განათლების სისტემაში, „რევოლუციურია“.

 

 

 


„ნამდვილ რევოლუციას დავარქმევდი ამას. მასწავლებლის პროფესიამ დაიბრუნა ღირსება, მასწავლებელი თავს მასწავლებლად გრძნობს. ის რეფორმები, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარეობს, უპრეცედენტოა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს, მაღალმთიანი რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე დღემდეც გვქონდა გარკვეული შეღავათები, 35%-იანი სახელფასო დანამატები, მაგრამ ამჟამად ამას ერთვის მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პედაგოგებისთვის და ასევე დირექტორებისთვის ხელფასების მატება. ასეთი რამ დღემდე არ ყოფილა.

 

 

 


„ასევე, უნდა ითქვას, რომ ხელფასების მატების პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და სკოლებში ადგილს კიდევ უფრო მეტად კვალიფიციური კადრები დაიმკვიდრებენ. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ძველი თაობის წარმომადგენლებს კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი აკლიათ - არა, მაგრამ ახალი კადრების, გამოცდებჩაბარებული ახალგაზრდა კადრების მიღება კიდევ უფრო მეტად წაადგება სკოლას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოსწავლეთა აკადემიურ დონეს.

 

 

 


„ბუნებრივია, ძალიან დასაფასებელია ძველი თაობის პედაგოგთა საქმიანობა, ჩვენი სკოლები ხომ დღევანდელ დღემდე მათ მოიყვანეს, მათ ურთულესი პერიოდი გამოიარეს გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ არ უღალატიათ თავიანთი პროფესიისთვის, არ მიუტოვებიათ სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა პერიოდები უხელფასოდაც ანდა მიზერულ ხელფასზე უმუშავიათ, ხშირად გაყინულ ოთახებშიც კი, და მაინც აღზარდეს შესანიშნავი თაობები. ბუნებრივია, იმ წლებში მეც ასეთი პერიოდი გამოვიარე.

 

 

 


„მათი ამაგის დაუფასებლობა და ერთი ხელის მოსმით სკოლიდან ასეთი ბრწყინვალე ადამიანების გაშვება ხომ დიდი უმადურობა იქნებოდა. როცა ვთქვი, რომ განათლების სფეროში რევოლუციური ნაბიჯები იდგმება-თქო, ისიც ვიგულისხმე, რომ ასეთი დამსახურებული, პენსიაზე გასული პედაგოგებისთვის სახელმწიფომ ჯილდო დააწესა და სკოლიდან წასულ მასწავლებლებს 2 წლის ანაზღაურებას წინასწარ, ერთიანად აძლევს. იცით, რომ ეს პროცესი ოქტომბერში უნდა დაიწყოს. ჩვენთან 4-მა პედაგოგმა დაწერა განცხადება სკოლიდან წასვლაზე, მათთვის ადვილი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ სახელმწიფო ღირსეულად მოექცა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

 

 

მისი თქმით, ამჟამად სკოლაში ერთი უფროსი მასწავლებელი ჰყავთ - თეა გიგიტაშვილი - ქართული ენის პედაგოგი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია რაც აშკალის საჯარო სკოლაში ასწავლის, მოსწავლეთა რაოდენობა კი 98-ს შეადგენს.

 

 

 


ვაჟა ზურნაჩიანის ინფორმაციით, სკოლაში უფროსი მასწავლებლობის კიდევ 2 კანდიდატია და წლის ბოლომდე უკვე 3 უფროსი მასწავლებელი ეყოლებათ.

 

 

 

 

მისივე ცნობით, 2019 წელს სკოლა 11-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 4-მა თბილისის უნივერსიტეტებში ჩააბარა - ერთ-ერთმა გრანტიც მოიპოვა - ერთმა ერევანში და დანარჩენმა 6-მა ასევე თბილისში, კოლეჯებში განაგრძო სწავლა.

 

 

 


„ბოლო წლებში გაიზარდა თბილისში წამსვლელ იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც ჩვენთან დაამთავრეს სკოლა. ისინი წამყვან ქართულ უნივერსიტეტებში განაგრძობენ სწავლას, ხშირად წარმატებით. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ახალახან, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა გოგონამ, ნუშიკ მანუკიანმა წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, თან ამ პერიოდში ოჯახიც შექმნა, ორი ბავშვიც შეეძინა, მაგრამ მაინც მოახერხა უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დასრულება“, განაცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელსაც GUARDIAN.GE-იმ ჰკითხა, თუ რას შეცვლიდა განათლების სისტემაში, თავად რომ ყოფილიყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

 

 

 


„როგორც გითხარით, განათლების სისტემაში უპრეცედენტოდ დადებითი ძვრები მიმდინარეობს, რაც სკოლებში მაღალკვალიფიციური კადრების მეტად შემოდინებას და შესაბამისად, სწავლის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. მაგრამ იდეალური მდგომარეობა არც ერთ სფეროში არ შეიძლება რომ იყოს და მათ შორის არც აქაა ყველაფერი ისე მოწყობილი, რომ უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმის საჭიროება არ არსებობდეს.

 

 

 


„პირველ რიგში, 18-საათიან განაკვეთს 15-ამდე შევამცირებდი მასწავლებლებისთვის და შევეცდებოდი სკოლების უზრუნველყოფას იმ რაოდენობის სახელმძღვანელოებით, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ყველა საგანში ორ-ორ ეგზემპლარად ჰქონოდათ წიგნები - ერთს სახლში დატოვებდნენ, მეორეს კი სკოლაში და ასცდებოდათ ამ სიმძიმის წიგნების ტარება, რადგან ეს მათ ძალზე უძნელდებათ და მშობლების დახმარების გარეშე უჭირთ კიდეც ჩანთების ტარება.

 

 

 


ასევე, თანამედროვე სკოლას სანიტარული პირობებიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, რისი მოუგვარებლობაც ჯერჯერობით პრობლემას წარმოადგენს, ბევრგან მოუწესრიგებელია სველი წერტილები. ჩვენ სკოლაში მაგალითად, შარშან წყალგაყვანილობა გაკეთდა, მაგრამ წყალი ისევ არ მოდის.

 

 

 


განათლების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2023 წლისთვის საქართველოს ყველა სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაჭრილი უნდა იყოსო და იმედს ვიტოვებთ, რომ ასეც იქნება.

 

 

 


გარე პოზიციიდან საუბარი ადვილია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ურჩევნია, რომ რაც შეიძლება მალე მოაგვაროს პრობლემები, მაგრამ საერთო ჯამში ეს ფინანსურ რესურსებს საჭიროებს და ამიტომ, ვერ ხერხდება ყველგან ასე ერთდროულად ამ საკითხების გადაჭრა.

 

 

 


„დღეს [ინტერვიუ ბატონ ვაჟა ზურნაჩიანთან ჩაწერილია პარასკევს, 2019 წლის 27 სექტემბერს] გავეცანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციას, სადაც წერია, რომ პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება, რასაც მივესალმებით.

 

 

 


„ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი უკვე ძალიან წარმატებულია და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადში სრულიად ახალი განათლების სისტემა მივიღოთო. გვჯერა, რომ ეს პროექტი მალე ჩვენს მაღალმთიან სოფლებამდეც მოაღწევს“, განაცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი