დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა მისი 47-წლიანი წევრობის შემდეგ
01-02-2020, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა მისი 47-წლიანი წევრობისა და რეფერენდუმზე ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კენჭისყრიდან სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ისტორიული მომენტი ქვეყანაში ზეიმით და ამავე დროს ანტი-ბრექსიტის პროტესტით აღინიშნა.

 


პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღთქმა დადო, რომ ქვეყანას წინ წაიყვანს.

 


„რა თქმა უნდა არის ბევრი ისეთი ვინც სიბრაზეს გრძნობს და ასევე, რასაკვირველია არის მესამე ჯგუფი, შესაძლოა ყველაზე დიდი, რომელიც წუხდა, რომ მთელი ეს პოლიტიკური შუღლი არასოდეს დასრულდებოდა. მე ყველა მათაგანის განცდების მესმის და ჩვენი, როგორც მთავრობის სამუშაო, ჩემი სამუშაო არის ის, რომ ქვეყანა გავაერთიანო და წინ წავიყვანო“, განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 



მან თქვა, რომ „მთელი თავისი სიძლიერით და მთელი თავისი სათაყვანო ნიშან-თვისებებით ევროკავშირი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმ მიმართულებით განვითარდა, როელიც უკვე აღარ აკმაყოფილებს ჩვენ ქვეყანას. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი თქმაც ამაღამ შეიძლება, არის ის, რომ ეს არა დასასრული, არამედ დასაწყისია და მომენტი რეალური ეროვნული განახლებისა და ცვლილების“.

 


რა მოხდება ახლა?

 


დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, ახლა როცა ქვეყანა აღარ არის ევროკავშირის წევრი, რამდენიმე ცვლილებას დაუყოვნებლივ იგრძნობენ, თუმცა ევროკავშირის უმეტესი კანონი, მათ შორის ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, გაგრძელდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე, იმ დრომდე, ვიდრე გარდამავალი პერიოდი დასრულდება.

 


დიდი ბრიტანეთი გეგმავს სამუდამო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირთან, მაგრამ ევროპელმა ლიდერებმა გააფრთხილეს დაუნინგ სთრითი, რომ ბრიტანეთს ბრიუსელთან მძიმე პოლიტიკური ბრძოლა მოუწევს, ამ ხელშეკრეულების „ბრექსიტის“ ბოლო ვადის გასვლამდე დასადებად.

 

 

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი და ბრიუსელი სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავიანთი ინეტერესებისთვის იბრძოლებენ. მან პატივისცემა გამოხატა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისადმი, რომელთაც „წვლილი შეიტანეს ევროკავშირის განვითარებისთვის და ის უფრო ძლიერი გახადეს“. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ბოლო დღე ევროკავშირში „ემოციური“ იყო.

 


როგორია აშშ-ის რეაქცია?

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა: „კმაყოფილი ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მორიგდნენ „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე, რომელიც პატივს სცემს ბრიტანელი ხალხის სურვილს.

 


„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს მძლავრ, პროდუქტიულ და წარმატებულ ურთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან იმ დროს, როცა ისინი ახალ ეტაპზე გადადიან“, თქვა პომპეომ.

 


აშშ-ის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვუდი ჯონსონმა განაცხადა, რომ „ბრექსიტი“ „დიდი ხნის განმავლობაში“ იყო მხარდაჭერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ.

 


ამერიკის „სპეციალური ურთიერთობა“ დიდ ბრიტანეთთან „გაგრძელდება, აყვავდება და კიდევ უფრო გაიზრდება ამ ახალ აღმაფრთოვანებელ ეპოქაში, რომელსაც ბრიტანეთი ამჟამად იწყებს“, ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

 

 

როდის გაერთიანდა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში და რატომ გამოვიდა იქიდან?

 


დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს, რომელიც მაშინ ცნობილი იყო, როგორც ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობა, 1973 წლის 1 იანვარს, მესამე მცდელობის შემდეგ შეუერთდა. ორი წლის შემდეგ პირველ საყოველთაო რეფერენდუმში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

 


მეორე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში „კონსერვატორმა“ პრემიერ მინისტრმა, დევიდ ქამერონმა, თავისი თანაპარტიელი დეპუტატების და „დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის მზარდი ზეწოლიდან გამომდინარე გამართა. იგი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო და შესაბამის კამპანიას ატარებდა, თუმცა 52%-ით 48%-ის წინააღმდეგ მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, რის შემდეგაც ქამერონმა თანამდებობა დატოვა.

 


მისმა შემცვლელმა, ტერეზა მეიმ, არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო „ბრექსიტის“ შეთანხმების უზრუნველყოფა და თავადაც დაემშვიდობა პოსტს.

 


ტერეზა მეის შემდგომმა პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც, რომელიც 2016 წლის რეფერენდუმის კამპანიისას აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას, ასევე ვერ მოახერხა გეგმის განხორციელება და ეს მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და მასში დიდი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ შეძლო.

 


ჯონსონმა თემთა პალატაში საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭიროზე 80 ადგილით მეტი მიიღო და მისი დაპირება „ბრექსიტის“ შეთანხმების თაობაზე დეპუტატების მიერ ქრისტეშობამდე იქნა მხარდაჭერილი. კანონპროექტი კანონად 2020 წლის იანვარში იქცა, რის საფუძველზეც ქვეყანამ ევროკავშირი 31 იანვარს ოფიციალურად დატოვა.

  

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 209
#209   Arnulfo
      
References:


Best online casino payid https://test-sida.noads.biz/
გუშინ, 20:52
#208   Dillon
      
გუშინ, 17:19
#207   Zella
      
გუშინ, 15:57
#206   Sophie
      
References:


Legit payid casinos australia https://pad.nixnet.services/
გუშინ, 13:08
#205   Leopoldo
      
References:


Payid casino welcome bonus https://bridgedesign.space/
გუშინ, 10:49
#204   Claudia
      
References:


Play online pokies with payid skitterphoto.com
გუშინ, 08:18
#203   Anne
      
References:


Payid pokies online http://www.n2nn.com
გუშინ, 07:08
#202   Lacey
      
References:


Karta mastercard kasyno https://a-taxi.com.ua/
17 ნოემბერი 2026 04:51
#201   Reed
      
References:


Top 10 payid casinos australia https://www.natthadon-sanengineering.com
15 ნოემბერი 2026 18:40
#200   Melvina
      
15 ნოემბერი 2026 18:17
#199   Maryanne
      
References:


Payid casino without verification http://www.jzq5.cn/space-uid-527483.html
15 ნოემბერი 2026 14:21
#198   Mindy
      
References:


$20 neosurf casino australia neosurf casino deposit bonus australia
14 ნოემბერი 2026 12:24
#197   Jed
      
References:


Australian online casino neosurf https://pad.froscon.org/
14 ნოემბერი 2026 08:25
#196   Cathern
      
References:


Bank transfer online casino australia how to deposit at casino with wire transfer
13 ნოემბერი 2026 22:55
#195   Marylin
      
References:


International casinos accepting neosurf australia
online casino
neosurf bonus
13 ნოემბერი 2026 19:00
#194   Gabriela
      
References:


Best neosurf deposit casino australia licensed neosurf
casinos australia
13 ნოემბერი 2026 14:33
#193   Kerrie
      
References:


Online casino payid withdrawal real money pokie apps australia
13 ნოემბერი 2026 12:49
#192   Shella
      
References:


Casino en ligne visa premier https://27vlz.ru/user/chimebadger3/
13 ნოემბერი 2026 10:54
#191   Denisha
      
References:


Casino maximal einzahlung paysafecard https://dahuafu.us/?41882
13 ნოემბერი 2026 08:10
#190   Veronica
      
References:


Trustly Casino ohne Limit school-of-safety-russia.ru
12 ნოემბერი 2026 09:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი