საქართველოს პარლამენტის წევრმა ახალქალაქისა და ნინოწმინიდის მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანმა ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო სისტემის (120/30) თანახმად, სამცხე-ჯავახეთს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეყოლება 2 მაჟორიტარი, მათ შორის ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს კვლავ ეყოლება თავისი წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ახალქალაქისა და ნინოწმინიდის მაჟორიტარული ოლქიდან ისევ ენზელ მკოიანი იქნება. მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრს ჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან, 2016 წლიდან კი ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული საარჩევნო ოლქიდან, პოპულარული უწოდა. „ეს კაცი პოპულარულია, უყვართ და პატივს სცემენ მას", განაცხადა 2016 წელს ივანიშვილმა.
„შევხვდი ნინოწმინდის ხელმძღვანელობასა და უწყებების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე გავაცანი ახალი საარჩევნო სისტემის მოდელი. ახალი საარჩევნო სისტემის (120/30) თანახმად, სამცხე-ჯავახეთს ეყოლება 2 მაჟორიტარი, მათ შორის ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს ეყოლება თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში“, განაცხადა ენზელ მკოიანმა.
შეხვედრაზე ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ყველა კვებისა და ვაჭრობის ობიექტებს გაფრთხილებს ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ.
ძალიან გთხოვთ, დავიცვათ დისტანცია, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ძალიან მნიშნელოვანია მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინა. ჩვენც უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში.მჯერა, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ“, აღნიშნა ენზელ მკოიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.