ბიძინა ივანიშვილი: ენზელ მკოიანი პოპულარულია, უყვართ და პატივს სცემენ - "ნაციონალების" იდეოლოგიის მიმდევარი არ ყოფილა
19-09-2016, 06:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვუჭერ მხარს ყველა კანდიდატს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული და ეს არის ერთადერთი გუნდი, ვისაც ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

ივანიშვილმა აღნიშნულ კონტექსტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენზელ მკოიანს პატივს სცემენ. ამასთან, ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებით, მკოიანი “ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მიმდევარი არ ყოფილა.

 

 

“ეს კაცი პოპულარულია, უყვართ და პატივს სცემენ მას. მისი იდეოლოგია ნაცების არ იყო. ხელისუფლებამაც იმ არჩევის პირობებში, რაც მას ჰქონდა, სწორი რეაქცია გააკეთა. მედიასთან თუ არ ურთიერთობენ ცუდია, ყველას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. მე ვუჭერ მხარს ყველა კანდიდატს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული და ეს არის ერთადერთი გუნდი, ვისაც ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარებს, ისევე როგორც მთელ გუნდს აყალიბებს კვირიკაშვილი, მე არ ვარ მონაწილე გუნდის ჩამოყალიბების. არ ვიცნობ მაჟორიტარების უმრავლესობას. ვიცნობ მხოლოდ ძველებს. ეს პროცესი მიდის უჩემოდ, პროფესიონალურად“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი