93 წლის დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსით ინფიცირებულ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრა ორ კვირაზე მეტია რაც არ ჰქონია
27-03-2020, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედოფალი ელისაბედ მეორე ორ კვირაზე მეტია რაც პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს არ შეხვედრია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, განაცხადა ბუკინგემის სასახლემ.

 


ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლის თქმით, 93 წლის მონარქი ბოლოს პრემიერ მინისტრ ჯონსონს 11 მარტს შეხვდა.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება პარასკევს დაუდგინდა. ინფიცირება დაუდგინდა ასევე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, მათ ჰანკოკს. იგი მსუბუქი სიმპტომებით, თვითიზოლაციაში იმყოფება სახლში. 

 

 

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი ფორმის სიმპტომები გამიჩნდა, კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა განვაგრძობ მუშაობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

ბორის ჯონსონი დაუნინგ სტრიტზე რჩება და განაგრძობს მთავრობის ხელმძღვანელის რანგში მუშაობას, თუმცა იგი არ მიიღებს მონაწილეობას პარასკევს ყოველდღიურ მთავრობის ბრიფინგში. მისი საცოლე ქარი საიმონდსი, რომელიც რამდენიმე თვის ორსულია, ასევე თვითიზოლაციაშია, ოღონდ სხვაგან. 

 

 

უფრო ადრე, დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ თუკი პრემიერ მინისტრს მუშაობის საშულება არ ექნება, პირველი მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებდა. ახლა კი, როგორც ამას BBC წერს, ეს ასე არ ხდება.

 

 

ამჟამად გასარკვევია ვის ჰქონდა ჯონსონთან კონტაქტი და კიდევ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ფინანსთა მინისტრი ჯერ არ შემოწმებულა კორონავირუსზე, რადგან მას სიმპტომები არ აღენიშნება.

 

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დედოფლის უფროსი ვაჟის, 73 წლის ტახტის მემკვიდრის, პრინცი ჩარლზის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელსაც ინფიცირება არ დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში ბალმორალში იმყოფება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი