დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა
27-03-2020, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ინფორმაციას BBC თავად პრემიერ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, მათ ჰანკოკს. იგი მსუბუქი სიმპტომებით, თვითიზოლაციაში იმყოფება სახლში. 

 

 

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი ფორმის სიმპტომები გამიჩნდა, კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა განვაგრძობ მუშაობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

ბორის ჯონსონი დაუნინგ სტრიტზე რჩება და განაგრძობს მუშაობას, თუმცა იგი არ მიიღებს მონაწილეობას პარასკევს ყოველდღიურ მთავრობის ბრიფინგში. მისი საცოლე ქარი საიმონდსი, რომელიც რამდენიმე თვის ორსულია, ასევე თვითიზოლაციაშია, ოღონდ სხვაგან. 

 

 

უფრო ადრე, დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ თუკი პრემიერ მინისტრს მუშაობის საშულება არ ექნება, პირველი მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებდა. ახლა კი, როგორც ამას BBC წერს, ეს ასე არ ხდება.

 

 

ამჟამად გასარკვევია ვის ჰქონდა ჯონსონთან კონტაქტი და კიდევ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ფინანსთა მინისტრი ჯერ არ შემოწმებულა კორონავირუსზე, რადგან მას სიმპტომები არ აღენიშნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი