კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი აფრთხილებს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას, რომ კრიზისი გაუარესდება
29-03-2020, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციის პირობებში განაგრძობს მთავრობის ხელმძღვანელობას, ქვეყნის თითოეული მობინადრისთვის გაგზავნილ წერილში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის კრიზისი გაუარესდება, ვიდრე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

 

წერილში იგი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

 

 

ბრიტანელებს ასევე გაეგზავნებათ ლიფლიტები, სადაც დეტალურად არის მოცემული მთავრობის წესები სახლიდან გასვლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

 

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,019-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც შაბათს დამატებით 260 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ამჟამად ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ ბრიტანეთში 17,089 შეადგინა.

 

 

წერილში, რომელიც 30 მილიონ მობინადრეს გაეგზავნა და რომლის მოსალოდნელი ღირებულება £5.8 მილიონია, ჯონსონი წერს: „საწყის ეტაპზე, ჩვენი აზრით, მართებული ზომები დროულად მივიღეთ. ჩვენ არ ვიყოყმანებთ უფრო მკაცრი ზომების შემოღებას, თუკი მეცნიერების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რჩევა იქნება, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი