„ჩემი დიდი თხოვნაა, რომ თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით, მე არ ვარ აქტიური - არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი.
ისეთ ექიმთან წამიყვანეთ, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, სიმართლის თქმა არეშინია და პაციენტებს არ ავნებს.
საშიშია ისეთი ექიმების ხელში ჩავარდნა, რომლებიც მეცნიერებას არ სცნობენ და გაიძახიან რომ „ყველაფერი უფლის ნებაა“.
ძალიან საშიში.
მოკლედ ამ „უფლის მხედარი გმირებიდან“ არც ერთი.
ჩვეულებრივი მოკვდავი ექიმი მინდა, ინგლისური რომ იცის, თანამედროვე ინფორმაციას პირველწყაროდან აგროვებს და სიმართლეს ცალსახად მეტყვის“, წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ და კომენტარებში ამატებს:
„არ მინდა არც ვარსკვლავი რატიანი - ინგლისურის მცოდნე რიგითი, ახალგაზრდა ინფექციონისტი მეყოფა.
ამ გამოქვაბულის აჩრდილებს არაფერი ეშველებათ.
ან ბრეჟნევს უნდა ეთაყვანებოდნენ ან პატრიარქს“.
„პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ“, განაცხადა ექიმმა მარინა ეზუგბაიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს, გვიან ღამით ჩართვისას, მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.