[ვიდეო] მარინა ეზუგბაია: „მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას და პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ... ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე“
02-04-2020, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ“, განაცხადა ექიმმა მარინა ეზუგბაიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს, გვიან ღამით ჩართვისას, მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს“.

 

 

 

 

„მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას და პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ... ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე. მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს, აქ ლაპარაკია სააღდგომო ლიტურგიის დასწრებასთან დაკავშირებით, თუ დაცული იქნება ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდომოლოგიური თვალსაზრსით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება, თუ დავიცავთ ყველაფერს, როგორც წესი და რიგია“, განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი