ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელდა და მას ამის მტკიცებულება ნანახი აქვს
01-05-2020, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ნანახი აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

 

 

უფრო ადრე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ იძიებს თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელება, მაგრამ ოფისმა აღნიშნა, რომ მან დაადგინა, რომ „კოვიდ-19“ „არ ყოფილა ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული“.

 


ჩინეთმა უარყო ლაბორატორიის თეორია და გააკრიტიკა აშშ-ის პასუხი „კოვიდ-19“-ისადმი.

 


ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით მსოფლიოში უკვე 3.2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელებულია 1 მილიონი პაციენტი და გარდაცვლილია 230 0000ზე მეტი.

 

 

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიის გავრცელების გამო ჩინეთის პროდუქციაზე ახალი ტარიფები დაწესდეს.

 

 

„კორონავირუსი ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა და ეს მიუღებელია. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს, ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, განაცხადა ტრამპმა, რომელმაც გასულ დღეს ახალი ამბების სააგენტო „როიტერსთან“ თქვა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს, რაც კი შეუძლია“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და მისმა მოსალოდნელმა მეტოქემ „დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი