აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს საპასუხო ზომებით ემუქრება - ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და პეკინი ამერიკისაგან „ბევრი“ შესაძლო შედეგის წინაშე დგას
30-04-2020, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს, რაც კი შეუძლია“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და მისმა მოსალოდნელმა მეტოქემ „დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.

 


ახალი ამბების სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ კორონავირუსის აფეთქების გამო პეკინი ამერიკიდან „ბევრი“ შესაძლო შედეგის წინაშე დგას. ტრამპს, რომელმაც სავაჭრო ომი აწარმოა ჩინეთთან, არ დაუკონკრეტებია თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს პეკინის წინააღმდეგ.

 

 

„ბევრი რამ არის, რაც შემიძლია რომ მე გავაკეთო. ჩვენ ვეძებთ, რა მოხდა“.

 


კორონავირუსმა ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი, აყვავების გზაზე მდგარი ეკონომიკა გაანადგურა, არადა ტრამპის მთავარი კოზირი 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მის მიერ ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატება და უმუშევრობის დონის მკვეთრი შემცირება იყო.

 


ტრამპმა ბაიდენზე საუბრისას თქვა, რომ იგი სკეპტიკურადაა განწყობილი ახალი ამბების მიმართ, რომლის თანახმადაც შესაძლოა, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა გაიმარჯვოს.

 


„მე არ მჯერა წინასწარი გამოკითხვების. მე მჯერა, რომ ამ ქვეყნის ადამიანები გონიერები არიან. და არ ვფიქრობ, რომ მათ მართვის სადავეები მისცენ იმ კაცს, რომელიც არაკომპეტენტურია“, უთხრა „როიტერსს“ ტრამპმა.

 


უფრო ადრე, აშშ-ის მედია წერდა, რომ ტრამპს პოლიტიკურ მრჩევლებთან შეხლა-შემოხლა ჰქონდა გასული კვირის პარასკევს, შიდა გამოკითხვების თაობაზე, რომლის მიხედვითაც იგი კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებს აგებდა.

 


ახალი ამბების სააგენტო „The Associated Press“-ის თანახმად, მის მრჩევლებს ეჭვი აქვთ იმის შესახებ, შეძლებს თუ ვერა ტრამპი ისეთ გადამწყვეტ შტატებში გამარჯვებას, როგორიცაა ფლორიდა, ვისკონსინი და არიზონა, მაშინ როცა მისი ხელახლა არჩევის კამპანიის გუნდს ხელი აქვს ჩაქნეული, რომ მიჩიგანში წამრატებას მიაღწევენ.

 


„მე არ ვაგებ ჯო ბაიდენთან“, თქვა ტრამპმა, გავრცელებული ცნობების თანახმად, თავისი კამპანიის ოფიციალურ პირებთან თათბირზე განხორციელებული ზარისას.

 


ოთხშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ განაახლებდა თავისი მთავრობის სოციალური დისტანციის სახელმძღვანელო წესებს მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს მას ვადა ამოეწურება.

 


აღნიშნული სახელმძღვანელო თავდაპირველად 15 დღით უნდა ყოფილიყო შესრულებული, მაგრამ შემდეგ დამატებით 30 დღით გახანგრძლივდა და ამერიკელებს აძლევდა რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ემუშავათ სახლებიდან და თავი აერიდებინათ დიდი შეკრებებისთვის, ხოლო მათ, ვისაც ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემები გააჩნდა, თვითიზოლაციაში დარჩენილიყვნენ.

 


მას შემდეგ, რაც 1 თვეზე მეტია რაც თეთრ სახლშია გაჭედილი, ტრამპმა თქვა, რომ იგი გეგმავს მგზავრობის განახლებას და მომავალ კვირას არიზონას ეწვევა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ იგი მომავალ თვეებში მასობრივ საარჩევნო თავყრილობებს გამართავს, რომელსაც ათასობით მხარდამჭერი დაესწრება.

 


ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა და მთელი მსოფლიოს ვირუსის შემთხვევების დაახლოებით 1/3 მასზე მოდის, სიკვდილის მაჩვენებელი კი 60 000-ს აჭარბებს და როგორც BBC წერს, ქვეყანაში 6 კვირის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობამ ორი ათწლეულის განმავლობაში ვიეტნამის ომში დაღუპული ამერიკელების რაოდენობას გადააჭარბა.

 


რაც შეეხება უმუშევრობას, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსის აფეთქებამდე, ისტორიულად დაბალ ნიშნულზე იყო, ახლა ისეა გაზრდილი, რომ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც სამსახურები დაკარგეს, 26 მილიონზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება ეკონომიკას, ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონიმიკა თითქმის 5%-ით შემცირდა, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მკვეთრი შემცირებაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი