(GUARDIAN.GE) - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ონლაინ სწავლება ბოლო 3 თვის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობს და სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება წარმატებით მიდის დასასრულისკენ.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი)
თუმცა იგი მოუთმენლად ელოდება ახალი სასწავლო წლის ტრადიციული მეთოდით, საკლასო ოთახებში გაგრძელებას და იმედს იტოვებს, რომ სექტემბრისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას მისცემს განათლების სამინისტროს, რომ სწავლის პროცესი ჩვეულ სტილში განახლდეს.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩივთქილისა - ხელმარცხნივ სკოლის შენობა)

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი მასწავლებლებთან ერთად)
ამავე აზრზეა ჩივთქილისის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სურიკ ბაბოიანი. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში იშვიათია ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით იმაზე კარგი შედეგები შეიძლება ჰქონდეს, როგორც ეს საქართველოს აქვს.
(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სურიკ ბაბოიანი)

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ სურიკ ბაბოიანთან ერთად)
ბატონი სურიკის მეუღლე, ქალბატონი არევიკ ბალიანი ჩივთქილისის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია. იგი ამბობს, რომ მოსწავლეები მობილიზებული არიან და ონლაინ სწავლების პროცესი მათთან საუკეთესოდ მიმდინარეობს.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი არევიკ ბალოიანი)

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: გიორგი ვოსკანიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის და ბუნების მასწავლებელი)
გიორგი ვოსკანიანმა ჩივთქილისის საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი, 2017 წელს, წითელ დიპლომზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა და დირექტორის, ქალბატონი ვართუი სარკსიანის წყალობით, მშობლიურ სკოლაში შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას.
(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი)

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: გიორგი ვოსკანიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის და ბუნების მასწავლებელი)
გიორგი ვოსკანიანის მეუღლემ, მარიამ ფიდოიანმა ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა ცოტა მოგვიანებით, 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ჯერჯერობით უსტატუსო პედაგოგია. იგი დაწყებით კლასებს ქართულს, როგორც მეორე ენას და მათემატიკას ასწავლის.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი მასწავლებლებთან ერთად)

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარიამ ფიდოიანი ჩივთქილისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებელი
(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე დაბლა: გიორგი ვოსკანიანი თავის მეუღლესთან, მარიამ ფიდოიანთან ერთად - გიორგიმ მომავალი მეუღლე, მარიამ ფიდოიანი, რომელიც ჩივთქილისის ახლომდებარე სოფელ აშკალადანაა, თბილისში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნო და ახლა ისინი ერთ სკოლაში ასწავლიან).

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.