ჩივთქილისელმა სომეხმა ბიჭმა, რომელმაც მე-11 კლასამდე ქართული ენა არ იცოდა, თსუ წითელ დიპლომზე დაამთავრა და ახლა მშობლიურ სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის
30-05-2020, 19:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი ვოსკანიანს ბავშვობაშივე ჰქონდა გადაწყვეტილი გეოგრაფიის მასწავლებელი გამხდარიყო და მის მიერ პროფესიული არჩევანის უფრო მყარად გაკეთებაზე გავლენა მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა, შაქრო ხაჩატურიანმა იქონია.

 


დაიბადა და გაიზარდა სოფელ ჩივთქილისაში, რომელიც ზღვის დონიდან 1 850 მეტრ სიმაღლეზე, წალკის მუნიციპალიტეტის ყველაზე განაპირა და მყუდრო ადგილას, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. ზამთარი ძალზე მკაცრი და ცივია, მაგრამ გიორგი ამბობს, რომ ადგილობრივები ასეთ კლიმატს მიჩვეულები არიან.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: გიორგი ვოსკანიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის და ბუნების მასწავლებელი)

 


სკოლა 2012 წელს, ჩივთქილისაში დაამთავრა და მე-11 კლასამდე ქართული ენა თითქმის არ იცოდა. 2010 წელს საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებისა და მშობლიურ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად გიორგი ჭაუჭიძის მისვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში უზარმაზარი ცვლილება მოხდა.

 


„მე-11 კლასამდე ქართულად თითქმის არაფერი არ ვიცოდი, რადგან ქართული ენის სწავლის დონე ძალიან დაბალი იყო. რომ იტყვიან სულზე მომისწრო არაქართულენოვანი სკოლებისთვის შექმნილმა პროექტმა. რომ არა ბატონი გიორგი ჭაუჭიძის გამოჩენა, არ ვიცი როგორ შეიძლება წარმართულიყო ჩემი ცხოვრება. მისი სკოლაში მოსვლის შემდეგ გამიძლიერდა სურვილი ქართულის შესწავლის და არა მარტო მე. პრაქტიკულად, 2 წელიწადში, მე-11 და მე-12 კლასებში ვისწავლე ბევრი რამ, შემდეგ კი უნივერსიტეტში განვაგრძე ეს პროცესი“, უყვება GUARDIAN.GE-ის გიორგი ვოსკანიანი.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩივთქილისა)

 

 

ჩივთქილისაში დაბადებულ ბიჭს სწავლის თბილისში გაგრძელების დიდი სურვილი ჰქონდა. ბავშვობის პერიოდში საქართველოს დედაქალაქთან, რომელიც ჩივთქილისადან არც ისე დიდი მანძილით, დაახლოებით 100 კმ.-ით არის დაცილებული, მხოლოდ ეპიზოდური შეხება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ თავისი ნათესავები ცხოვრობდნენ. გიორგი გვიხსნის, რომ ამის მიზეზი ძირითადად ენის არცოდნა იყო. იგი ქართველ თანატოლებთან სოციალიზაციის მხრივ პრობლემას ხედავდა, როგორც თავად ამბობს, ერთგვარი შიშიც კი ჰქონდა.

 


„სტუდენტობამდე თბილისთან შეიძლება ითქვას, რომ არ მქონია შეხება. ენის ბარიერის გამო ქართულ გარემოში შესვლისაგან თავს ვიკავებდი. მერე კი შემიყვარდა თბილისი. როცა თსუ-ში (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ნულოვან კურსზე დავიწყე სწავლა (ნულოვან კურსზე 1 წლის განმავლობაში ქართულ ენას სწავლობდა) იქაც მხოლოდ სომეხი ეროვნების სტუდენტები ვიყავით ერთად, ისინი, ვისაც ენის მხრივ გაგვაჩნდა პრობლემა. ჩემ დროს ჯგუფში სომხები ცალკე ვიყავით, აზერბაიჯანელები კი ცალკე, ახლა შერეულადაა ჯგუფები, რაც უკეთესია“, აცხადებს გიორგი ვოსკანიანი.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩივთქილისა- სკოლის შენობა)

 


ნულოვანი კურსის დასრულების შემდეგ 1-ელ კურსზე მყოფი სტუდენტი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: გიორგი ვოსკანიანი თავის მეუღლესთან, მარიამ ფიდოიანთან ერთად)

 

„პირველი სემესტრი იყო რთული. შიში მქონდა, რომ პროგრამას ვერ დავძლევდი, მაგრამ მოხდა პირიქით, რადგან ძალზე სერიოზულად მოვეკიდე სწავლას. მე თბილისში არ ჩავსულვარ იმისათვის, რომ მეთქვა, ვითომ ვსწავლობდი - არა, მთელი გულით მინდოდა სწავლა და ამიტომ ლექციები არ გამიცდენია. ლექტორებთან ურთიერთობა უძვირფასესი იყო“, ამბობს გიორგი ვოსკანიანი.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი)

 


იგი მოკრძალებით აღნიშნავს, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა 2017 წელს წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა და იმავე წელს დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, სადაც სკოლის დირექტორის, ვართუი სარკსიანის მხარდაჭერით უსტატუსო მასწავლებლად დაიწყო მუშაობა - პედკოლექტივში და სკოლაში, სადაც მას ყველა ბავშვობიდან იცნობდა და ენდობოდა. (შენიშვნა: გიორგი 2017 წელს ერთადერთი ბიჭი იყო თსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა შორის, რომელმაც წითელი დიპლომი მიიღო, გოგონებიდან კი, ეს პროგრამა წარჩინებით ხუთმა დაამთავრა). 

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი პედაგოგებთან) 


„ჩემთვის ნდობის გამოცხადების მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ ქალბატონი ვართუი ბავშვობიდანვე მიცნობდა, ჩემი მასწავლებელი და დირექტორი იყო და ჩემზე ყველაფერი იცოდა. სკოლაში მუშაობის პირველ ეტაპს სირთულეები ახლდა. პედაგოგიური განათლება არ მქონდა, მაგრამ 1 წელიწადში, 2018 წელს, გეოგრაფიის საგანი ჩავაბარე, თუმცა მასწავლებლობისთვის მხოლოდ საგნის ჩაბარება არ იყო საკმარისი და ახლახან წარმატებით გავიარე მასწავლებლობის მაძიებლის კურსი, რომლის აკადემიური ნაწილი დავასრულე და გამომდინარე პანდემიიდან, პრაქტიკული ნაწილის გავლა ალბათ შემოდგომით მომიწევს და ამის შემდეგ შეიძლება რომ მომენიჭოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი“, აღნიშნავს GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას გიორგი ვოსკანიანი.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი და გიორგი ვოსკანიანი)

 


იგი ჩივთქილისის სკოლის აღსაზრდელებს ურჩევს, არ შეუშინდნენ სირთულეებს, მაქსიმალურად გამოიყენონ სკოლის წლები სწავლისათვის, კარგად ისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა იმისათვის, რომ ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი პედაგოგებთან) 


„ახლა არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების დონე ისეთი ხარისხიანია, რომ წარმოიდგინეთ, უკვე მოსწავლეებმა მე-9 და მე-10 კლასებში იციან იმ დონის ქართული, რაც მე უნივერსიტეტში ნულოვანი კურსის დასრულების შემდეგ, პირველ კურსზე ყოფნისას ვიცოდი. მე მათ ვურჩევდი, რომ დაბრკოლებებისას უკან არ დაიხიონ. სკოლის დამამთავრებელ წლებს ზოგჯერ გაურკვევლობები, იმედგაცრუებებიც ახლავს, არ იცი ზუსტად რა გინდა რომ გააკეთო ცხოვრებაში, რა პროფესია აირჩიო, რა გზას ეწიო.

 


„ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებებს თუ რა გზას დაადგეს, მაგრამ მე მათ ვურჩევდი, რომ კარგად ისწავლონ ჯერ სკოლაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძონ თბილისში და ეცადნენ, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდნენ სოფელში, რადგან განათლებული ახალი თაობა აქაურობასაც სჭირდება. მე ეს გზა ავირჩიე. საბედნიეროდ, გამიმართლა. ქალბატონ ვართუი სარკსიანის ხელშეწყობით პედაგოგიურ საქმიანობაში ჩავები და მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მისია სწორედ ის არის, რომ მომავალი თაობები აღვზარდო, მათ დავეხმარო, გვერდში დავუდგე და თუკი ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება, ვიტყოდი, რომ ჩემი განვლილი გზით ერთგვარი მაგალითი და სტიმული მივცე მათ. როგორც უკვე გითხარით, უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლისას ვშიშობდი, რომ ჩემთვის ძალზე რთულ პროგრამას ვერ დავძლევდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - შრომით და მონდომებით ყველაფერი კარგად გამომივიდა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის გიორგი ვოსკანიანმა.

 

 

 


(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე დაბლა: გიორგი ვოსკანიანი თავის მეუღლესთან, მარიამ ფიდოიანთან ერთად - გიორგიმ მომავალი მეუღლე, მარიამ ფიდოიანი, რომელიც ჩივთქილისის ახლომდებარე სოფელ აშკალადანაა, თბილისში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნო და ახლა ისინი ერთ სკოლაში ასწავლიან. მარიამმა ჩივთქილისის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა 2019 წელს დაიწყო და იგი ჯერჯერობით უსტატუსო პედაგოგია).

 

 

 

კომენტარები: 69
#69   Athena
      
References:


Sofort auszahlung casino casino mit paysafecard und sofortüberweisung
დღეს, 14:14
#68   Geraldine
      
References:


New payid pokies australia xuetao365.com
დღეს, 13:49
#67   Bette
      
References:


Blackjack sofortüberweisung casino sofort
auszahlung
დღეს, 01:51
#66   Arnette
      
References:


Pay by bank transfer casino bridgedesign.space
გუშინ, 15:37
#65   Blythe
      
9 ნოემბერი 2026 15:36
#64   Delores
      
That is significantly faster than bank transfers, which usually run three to seven business days.
Customer support responsiveness is evaluated alongside fee levels and withdrawal speed.

For players weighing up their options at neosurf casinos australia, each of these alternatives has its own privacy and cost trade-offs
worth considering before committing to one method. Players
who regularly use Neosurf at neosurf casinos australia can reduce
costs by following four straightforward practices. Running this calculation before depositing makes it clear whether Neosurf casinos Australia real money
players use represent the most cost-effective option, or whether a bank transfer or crypto
deposit would work out cheaper.

References: mrcp.ac.in
9 ნოემბერი 2026 12:32
#63   Gretchen
      
References:


Online pokies real money payid no deposit bonus payid casino
9 ნოემბერი 2026 11:53
#62   Savannah
      
References:


1 dollar deposit casino paysafecard canada https://headlinebeacon.site
9 ნოემბერი 2026 11:06
#61   Leslee
      
References:


Legit neosurf casinos australia neosurf payout casinos australia
9 ნოემბერი 2026 06:34
#60   Louise
      
References:


Neosurf casino australia aud neosurf casino australia aud
9 ნოემბერი 2026 06:12
#59   Chastity
      
Mittlerweile arbeiten mehr als 6.300 Banken und Finanzdienstleister mit Trustly zusammen. Dort
hat sich das Unternehmen schnell einen Namen als sogenannte "Instant-Bank"
gemacht, die es Kunden ermöglichte, Überweisungen in Echtzeit von ihrem Bankkonto abzuwickeln. Denn nur in wenigen Ausnahmefällen fordern die von uns getesteten Online Casinos weitere Dokumente zur Verifizierung an.
Bei den sogenannten "Play'n'Pay" casinos mit trustly handelt es sich um eine ganz spezielle Art von Casinos, die ein innovatives Feature
von Trustly nutzen. Hier sehen wir uns an, was dich im Detail
erwartet und mit welchen Belohnungen du für deine Treue rechnen kannst.

Damit auch treue Kunden fortlaufend von weiteren Boni oder
Sonderaktionen profitieren können, ist ein Treueprogramm oftmals ein gravierender Vorteil.
9 ნოემბერი 2026 03:58
#58   Taylor
      
The bonus offer of was already opened in an additional window.

Sign up to get the latest sports betting picks and offers sent
to your inbox. Before placing any wagers with any betting site, you must check the online casinos that accept
bpay
gambling regulations in your jurisdiction or state,
as they do vary.
8 ნოემბერი 2026 11:51
#57   Lorna
      
References:


E wallet casino australia no deposit bonus australia real money
online casino
8 ნოემბერი 2026 10:49
#56   Jenny
      
BPAY is a popular payment option among Australian players and various
pokie games are provided by top providers for their enjoyment.
The legal risk remains with the operator, not the payment method, but practical access is a separate challenge.
This list is based on current market presence,
not an endorsement or guarantee of licensing status.
Always verify australian online pokies bpay with the casino,
as these can change without notice.

References: https://equal-page.free.nf/press/forum/topic/bpay-casinos-in-australia-2026-top-
online-casinos-accepting-bpay-onlinecasinopulse/
8 ნოემბერი 2026 10:17
#55   Grant
      
References:


Payid pokies no deposit bonus https://27vlz.ru
8 ნოემბერი 2026 09:32
#54   Micheal
      
References:


Aussie payid casino free online pokies real money australia
8 ნოემბერი 2026 08:24
#53   Florence
      
References:


Play pokies online real money australia free credit pokies payid
real money no deposit bonus
8 ნოემბერი 2026 08:00
#52   Franklin
      
References:


Aussie online pokies real money fast payout online
pokies australia
8 ნოემბერი 2026 07:59
#51   Louis
      
References:


Deutsche Trustly Casinos Trustly Roulette
8 ნოემბერი 2026 04:55
#50   Lanora
      
References:


Trustly Spielautomaten Trustly Casino Tischspiele
8 ნოემბერი 2026 04:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი