ვაჟა ზურნაჩიანი: ვინც იმას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არ უნდა მიეღო მკაცრი ზომები, რამდენიმე დღით მაინც რომ მოხვდეს სომხეთში, მიხვდება, თუ რა ჯოჯოხეთში აღმოჩნდა
16-06-2020, 19:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE)- დღევანდელი გადმოსახედიდან, ვინც იმას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არ უნდა მიეღო ისეთი მკაცრი ზომები, როგორიც მიიღო, რამდენიმე დღით მაინც რომ მოხვდეს სომხეთში, მიხვდება, თუ რა ჯოჯოხეთში აღმოჩნდა და რამდენად არასწორია მათი ამგვარი მიდგომა, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას.

 

 

(GUARDIAN.GE)-ის ფოტოები: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი
 


როგორც ვაჟა ზურნაჩიანი ამბობს, მას ახლო ნათესავები ჰყავს სომხეთში და არა მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან, არამედ უშუალოდ მათგან იცის იმ ურთულესი მდგომარეობის შესახებ, რაც მეზობელ სახელმწიფოში არის შექმნილი.

 

 

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი
 


„ახლა, როცა საქართველოში ასეთი კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ გვაქვს ასეთი სურათი და არა ისეთი, როგორიც შორს რომ არ წავიდეთ, თუგინდ ჩვენს მეზობელ სომხეთშია. იქ უკვე ჯამში, 17 000-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი, მათ შორის 400-ზე მეტი ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ჩვენთან კი ბოლო 24 საათში არც ერთი. ეს არის საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი, იმის შედეგი, რომ დროზე ჩაკეტეს საზღვრები, გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, დააწესეს უზარმაზარი ჯარიმები, სხვა შემთხვევაში, შიშის არქონის შემთხვევაში, ამ ადამიანების მოთოკვა არც ისე ადვილი იქნებოდა, მაგრამ როცა 3 000-ლარიანი ჯარიმა გემუქრება, მაშინ ძალაუნებურად დაფიქრდები, დაარღვიო თუ არა კანონი. სომხეთი კი ასე არ მოიქცა. მათ დააგვიანეს და ზომების გამკაცრება მაშინ დაიწყეს, როცა ვირუსი უკვე საკმაოდ იყო გავრცელებული ქვეყანაში.

 

 

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა - სოფლის შუაში საჯარო სკოლა 


„ჩვენ და სომხეთი თითქმის ერთნაირი მასშტაბის ქვეყნები ვართ, მოსახლეობის რაოდენობით კი იქ საქართველოზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 3 მილიონამდე, მაგრამ საქართველოსაგან განსხვავებით, სადაც მრავალი ეთნოსის ადამიანი ცხოვრობს, სომხეთში თითქმის მხოლოდ სომხები არიან და ამ მხრივაც, ერთი შეხედვით, იქ უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო სიტუაციის მართვა, მაგრამ ვხედავთ, რომ საქმე ასე არ არის. ჩვენთან კი, საქართველოში შესაშური მდგომარეობაა, არა მარტო სომხეთთან, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით“, უთხრა GUARDIAN.GE-ის აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელიც უარყოფითად აფასებს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის მაისში გაკეთებულ განცხადებას.

 

 

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა - სოფლის შუაში საჯარო სკოლა 

 


ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ სომხეთის ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი.

 

 

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი


„ამგვარი განცხადების გაკეთება როგორ შეიძლება. როცა ასეთი სავალალო შედეგი გაქვს და ამბობ, რომ სომხეთის ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი, საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ბატონმა ტოროსიანმა მალევე მოიხადა ბოდიში. ასე არ შეიძლება. ჩვენ მოძმე ერები ვართ და პირიქით, ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით და პრინციპში, ეს ასეც არის. საქართველომ შესთავაზა სომხეთს დახმარება, გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში იქ ექიმების ჯგუფს გააგზავნის“, განაცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 


იგი მთავრობასთან ერთად მადლობას ქართველ ექიმებს უხდის და ამბობს, პროცესების წარმატებით მართვაში მათი წვლილი უდიდესია.

 

 

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი


„ქართველი ექიმები დიდი პროფესიონალები არიან. მართალია, მთავრობამ დროული და მკაცრი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ვფიქრობ, ეს დიდწილად სწორედ ჩვენი გამოცდილი ექიმების რეკომენდაციით მოხდა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ექიმების მკურნალობის სწორმა მეთოდმა და მაღალპროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ საქართველოში ვირუსით სიკვდილიანობის პროცენტი ძალზე დაბალია, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი მაღალი“, აცხადებს ვაჟა ზურნაჩიანი.

 

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

 

 

აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ თუკი საქართველოში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდება, მაშინ ახალი სასწავლო წელი სექტემბერში ტრადიციული ფორმით განახლდება.

 

 

ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი და მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი, რომელიც GUARDIAN.GE-ისთან აცხადებს: „ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი... 100%-ით, 100%-ით თბილისში გავაგრძელებდი სწავლას ერევნის ნაცვლად“

 

„ჩვენ მოველით, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვის დღევანდელი წარმატებული მოდელი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სექტემბერში სკოლებს დავუბრუნდეთ. დისტანციურმა სწავლებამ თავისი სათქმელი თქვა, სასწავლო პროცესი არ ჩავარდა, აკადემიური წელი არ გამოცხადდა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული მეთოდით გაკვეთილების ჩატარება გაცილებით ეფექტურია.

 

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

 


„ჩვენს სკოლაში ონლაინ სწავლება საერთო ჯამში კარგად წარიმართა, მომავალ კვირას პედაგოგებთან შეხვედრა მექნება და იქ შევაფასებთ უფრო დეტალურად განვლილ პერიოდს. საამაყო კი ის გვაქვს, რომ 10 კურსდამთავრებულიდან 3 ოქროს მედლის კანდიდატია. თუ არ ვცდები, 6 დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და დარწმუნებული ვარ, წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს.

 

 

ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

 


„მე-12 კლასი, როგორც გითხარით, 10-მა მოსწავლემ დაამთავრა, პირველ კლასში კი 6 ბავშვი დარეგისტრირდა, აქედან გამომდინარე სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 4-ით შეგვიმცირდა და ახალ სასწავლო წელს 98 მოსწავლის ნაცვლად 94 გვეყოლება.

 

 

ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი, მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი

 

„მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ სექტემბრიდან სწავლის პროცესი ისევ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. ყველას ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი. სკოლაში სწავლება სულ სხვა რამეა - როგორც ბავშვებისთვის, ისე პედაგოგებისთვის“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი, მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი