წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი სუზანა ენოკიანი აცხადებს, რომ მასწავლებლის პროფესია მე-9 კლასში აირჩია და ამ პროფესიისადმი სიყვარული მისმა პედაგოგებმა, განსაკუთრებით კი მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ვარტიტერ ხეჩოიანმა განაპირობა.
GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი
2002 წელს აშკალის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სუზანა ენოკიანმა სასწავლებლად სომხეთს მიაშურა და ერევნის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა დაასრულა - მათემატიკა-ინფორმატიკის სპეციალობით, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, სადაც 2007 წელს ჯერ ინფორმატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, 2010 წელს კი, მათემატიკის სწავლებას შეუდგა.

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი
როგორც GUARDIAN.GE-ის სუზანა ენოკიანმა განუცხადა, მისი სკოლაში სწავლის პერიოდში ქართული ენის სწავლების დონე ისეთივე მაღალი რომ ყოფილიყო, როგორც ბოლო წლებშია, აუცილებლად საქართველოში განაგრძობდა უმაღლესში სწავლას.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა - სოფლის შუაში საჯარო სკოლა

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი
იგი ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ახალი მოთხოვნების წინაშე დააყენა პედაგოგი, ისეთ საგანში კი, როგორიც მათემატიკაა, ზოგჯერ ონლაინ სწავლება არც ისე მოსახერხებელია, მით უფრო იმ ფონზე, როცა ინტერნეტი დაბალი სიჩქარით მიეწოდებათ.
ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი, მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი
ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი, მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი
აშკალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი წუხს, რომ წელს მე-12 კლასელებს ბოლო ზარი არ ჰქონდათ და 20 მაისს მათ ცოცხლად ვერ მიულოცა სკოლის დამთავრება.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი, დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი
იგი იმედს იტოვებს, რომ სექტემბერში ახალი სასწავლო წელი ტრადიციული ფორმით დაიწყება და ელოდება ამ დღეს, რომ მონატრებულ სკოლას და ბავშვებს საკლასო ოთახებში შეხვდეს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა - სოფლის შუაში საჯარო სკოლა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.