ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმები შეაჩერა, - ინფორმაციას BBC ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ სამხედრო კომისიის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც კიმ ჩენ ინი უძღვებოდა.
სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ფხენიანმა საზღვარზე მოწყობილი ხმის გამაძლიერებლების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნულ მოწყობილობებს ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს.
გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან, ქალაქ კესონთან ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა და დემილიტარიზებულ ზონაში ჯარის გაგზავნით დაიმუქრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.