ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და იმუქრება, რომ მალე ორი კორეის გამყოფ ე.წ. დემილიტარიზებულ ზონაში არმიას გააგზავნის
16-06-2020, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ კორეის არმიამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მზად არის შევიდეს დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ორ კორეას ყოფს. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ კიმ იო ჩენმა, რომელსაც პოლიტიკურ იერარქიაში მთავარი როლი აკისრია, თქვა, რომ მან უბრძანა არმიას, მზად იყოს ამ ნაბიჯის გადასადგმელად, იტყობინება BBC.

 


„ნაგავი გადაყრილი უნდა იქნეს სანაგვე ურნაში“, ასე სრულდება კიმ ჩენ ინის დის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაცემული აქვს სამხედროებისთვის „მოქმედების“ ინსტრუქცია. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის არმიამ თქვა, რომ იგი „დემილიტარიზებულ ზონებში“ სამხედრო ძალების შესვლის „სამოქმედო გეგმას სწავლობს“. გენერალიტეტმა აღნიშნა, რომ „განგაშის უმაღლესი დონეა“ გამოცხადებული და მზად არის „სწრაფად და ზედმიწევნით“ განახორციელოს მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება.

 


სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთიდან განახლებული მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა ყურადღებით დააკვირდეს ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ძალების გადაადგილებას.

 


1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ე.წ. დემილიტარიზებული ზონით არის განცალკევებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი