(GUARDIAN.GE) - სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი 2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.

როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა ვართუი სარკსიანმა განუცხადა, ამ პროცესს მოუთმენლად ელოდნენ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები და მათი მშობლები.



(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: შაქრო ხაჩატურიან, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარების პროცესში)

მისი თქმით, ჩივთქილისის საჯარო სკოლამ საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა ის რეკომენდაცია გაითვალისწინა და შეასრულა, რომელიც სასწავლო პროცესის განახლებისთვის იყო აუცილებელი.



(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ემილ ხაჩატურიან, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი

ემილ ხაჩატურიანმა 2000 წელს დაიწყო წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და 2006 წელს, მას შემდეგ რაც სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები გახდნენ და დამოუკიდებელი ბიუჯეტები მიეცათ, ბუღალტრის თანამდებობაზეც დაინიშნა. მან ქართული ენის შესწავლა 40 წლის ასაკში დაიწყო და პროფესიული უნარების გამოცდა ქართულ ენაზე წარმატებით ჩააბარა - 7 კრედიტი მიიღო. მასალა იხილეთ ამ ბმულზე).

იგი უკვე 30 წელზე მეტია ჩივთქილისის საჯარო სკოლის უცვლელი დირექტორია.

მან 2019 წლის ნოემბერში, პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების, მანამდე კი, ბიოლოგიაში გამოცდაზეც საჭირო კრედიტ-ქულის მიღების შედეგად შეძლო რომ 69 წლის ასაკში უფროსი მასწავლებელი გამხდარიყო.

ვართუი სარკსიანმა ჩივთქილისის საჯარო სკოლაში არაერთ ახალგაზრდა მასწავლებელს მისცა მუშაობის დაწყების საშუალება.
მარიამ ფიდოიანმა ჩივთქილისის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა 2019 წელს დაიწყო და იგი ჯერჯერობით უსტატუსო პედაგოგია
ბოლო წლებში აქ პედაგოგიური კარიერა დაიწყეს გიორგი ვოსკანიანმა და მისმა მეუღლემ, მარიამ ფიდოიანმა.

მიმდინარე წელს კი ამავე სკოლის გუნდს შეუერთდა დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული ნატალია პონომარიოვა-აბულაძე. იგი ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის.

(GUARDIAN.GE ნატალია პონომარიოვა-აბულაძეზე ვრცელ მასალას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ).

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ნატალია პონომარიოვა-აბულაძე, ჩივთქილისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი)

(GUARDIAN.GE-ის ფოტოები. ქალბატონი ვართუი სარკსიან მე-12 კლასში ქიმიის გაკვეთილს ატარებს)









მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.